Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“კალამის" ღვინოების დეგუსტაცია ვასსერშტრასსეში

ვასსერშტრასსე თბილისში ახალი და ძალიან მყუდრო სივრცეა სასიამოვნო მუსიკით, სადაც გემრიელი კერძებისა და საინტერესო ქართული, ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოების დაგემოვნებასაც შეძლებთ. მეღვინეებთან შეხვედრების სერიის ფარგლებში 10 თებერვალს, შაბათს, 19:00 საათზე "კალამის" ღვინოების დეგუსტაცია იმართება "ვასერშტრასსეში".

დეგუსტაციას „კალამის“ მეღვინე და “ღვინის კლუბის” პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულ ვაზის ჯიშებზე, ვენახებზე, თავის მარანსა და ღვინის დაყენების მეთოდებზე.

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება შემდეგი ღვინოები:

ჩინური 2019, ხიხვი 2021, ქისი 2019, ჩხავერი 2022, ძელშავი 2019, საფერავი 2020. გარდა ამისა, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები მიიღებენ ვასსერშტრასსეს განსაკუთრებულ შეთავაზებებს: კალამის ღვინოებს სპეციალურ ფასად (29 თებერვლის ჩათვლით), და ასევე 1 თვიან, 15%‐იანი ფასდაკლების ბარათს, ტაბლა ნოვას სრულ ასორტიმენტზე.

- შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რომელი ღვინოები შეარჩიეთ სადეგუსტაციოდ და რატომ? 

სადეგუსტაციოდ ექვსი ღვინოა შერჩეული, აქედან 4-ს იცნობენ ღვინის მოყვარულები, ჩინური 2019-ს, ხიხვი 2021-ს, ქისი 2019-ს, რაჭული ძელშავი 2019-ს. ორი ღვინო კი პირველად გამოჩნდება ასპარეზზე, ესაა ჩხავერი 2022 და საფერავი 2020. ქარვისფერი ღვინო ყველა 8 თვის მანძილზეა ქვევრში ჭაჭაზე დავარგებული, ხიხვი ყველაზე მარალალკოჰოლიანია (15%), რაჭული ძელშავი შედარებით თხელი წითელი ქვევრის ღვინოა, ჩხავერი კი კლასიკური წესითაა დაყენებული. ჩინურმა, ქისმა და ძელშავმა უკვე მეხუთე წელში გადააბიჯეს და ამიტომ საინტერესოა ამ დავარგებული ღვინოების გასინჯვა სტუმრებთან ერთად, გარდა ამისა ახალგაზრდა, ენერგიული ჩხავერის შესახებ შთაბეჭდილებებიც ძალზე მნიშვნელოვანია.

გვიამბეთ მეღვინეობის იმ ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც ამ ღვინოების დასაყენებლად გამოიყენეთ?

ჩხავერის გარდა ყველა ქვევრშია დაყენებული. ქარვისფერები 8 თვის განმავლობაში დაყოვნდა ჭაჭაზე, წითლებიდან კი ძელშავი - 1.5 თვე და საფერავი 3 თვე.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება ‐ 60 ლარი 

მისამართი: თბილისი, მაქსიმ გორკის ქ. 5

თქვენ გელით მყუდრო და გემრიელი ქართული საღამო კალამის შესანიშნავი ღვინოებით.

ღონისძიებაზე ბილეთების შესაძენად და დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული