Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ჰასან ფაშა”

საჭირო მასალა: ფარშისთვის - 600 გ ხორცის ფარში, 4 ს.კ. საფანელი, 5-6 ღერი დაკეპილი ოხრახუში, 1 თავი ხახვი, 1 კვერცხი, მწიკვი დარიჩინი, მწიკვი შავი პილპილი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1 ს.კ. კარაქი. პიურესთვის – 4 ცალი კარტოფილი, 100 გ გახეხილი ყველი, 1,5-2 ჭიქა რძე, მარილი, ჯავზი – გემოვნებით. სოუსისთვის – 2 ს.კ. ზეთი, 1,5 ს.კ. პამიდვრისა და წიწაკის პიურე, 1 ს.კ. პამიდვრის წვენი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ჭიქა წყალი.

მომზადება: ფარშის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ. სადილის კოვზით დავყოთ პატარა ბურთულებად. პატარა მრგვალ ფორმებში ჩავდოთ 1 ჩ.კ. კარაქი, შემდეგ ხორცის ფარშის ბურთულა და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში. კარტოფილი დავჭრათ, დავასხათ 1 ჭიქა რძე და გადავავსოთ წყლით. სითხე კარტოფილს უნდა ფარავდეს. როცა მოიხარშება, დავაცადოთ, რომ წყალი დააშრეს, შემდეგ დავუმატოთ ყველი, რძე, მარილი, ჯავზი და დავჭყლიტოთ. თუ სითხე ნაკლები იქნება, რძე დავუმატოთ. სოუსის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. შემწვარი ხორცის ბურთულებს ზემოდან დავადოთ პიურე და მოვასხათ სოუსი, შემდეგ დავაბრუნოთ ღუმელში და კიდევ 10 წუთი ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული