Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2025 — მონაწილე მარნები და კომპანიები

„ახალი ღვინის ფესტივალი“ წელს, 10 მაისს უკვე მეთექვსმეტედ ტარდება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი." 
ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან იმართება და  მასში მონაწილე საოჯახო მარნებისა და ღვინის კომპანიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 
ფესტივალის იდეა კვლავ უცვლელი რჩება — ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარება.
ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც უერთდებიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ფესტივალის თარიღი ჩანიშნული აქვთ და ქართულ ღვინოებთან შესახვედრად ემზადებიან.
ახალი ღვინის ფესტივალი 2025  ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით დაიწყება. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეულ საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში გაიმართება. 10 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს ბოლო მოსავლის (2024 წლის) საუკეთესო ღვინოებს დაახვედრებენ.
ფესტივალში მონაწილე კომპანიები არიან: ღვინის კომპანიები (71), ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები (2) და მცირე მეწარმეები (11). გარდა ამისა, დასრულდა ოჯახური მარნების შერჩევის პროცესი და რამდენიმე დღეში მათი ვინაობაც გაირკვევა. ინდივიდუალურ კარვებში კი წარმოდგენილი იქნებიან:
1. აგიდელა
2. ავანდი
3. ალექსანდერ დისტილერი
4. ბაიას ღვინო
5. ბარბალეს მარანი
6. ბინა 37
7. ბოსტოღანა
8. გაბრიელის ღვინო
9. გვაზი
10. გიორბელიძეების მარანი
11. გიოს მარანი
12. გულორდავას საოჯახო მეღვინეობა
13. გურული ღვინოები
14. ეთნო
15. ვაინ ველი
16. ველეულა
17. ვერხვიანი
18. ვილლა მოსავალი
19. ვინივერია
20. ვისმინო
21. ზურაბ ღვალაძის მარანი
22. თბილღვინო
23. თბილისის ალკოჰოლური სასმელების ფესტივალი
24. Drunk Zodiacs
25. კარდანახი 1888
26. კახთუბანი
27. კახური
28. კოცნამეული
29. ლავინას საოჯახო მეღვინეობა   
30. ლალე ვაინს 
31. ლაშას მარანი
32. ლა ტეღ  ჟოლი
33. მარანი გელოვანი
34. მარანი ლოკოკინა
35. მარანი სანავარდო
36. მართალი ღვინო
37. მეღვინეობა ბაადური 1933
38. მეღვინეობა ბედიანი
39. მეღვინეობა ეკლიპსე
40. მეღვინეობა ვაზიანი 
41. მარანი კასრელი 
42. მარანი ნაფერი
43. მარანი უწყინარი
44. მეღვინეობა მახარებელი
45. მეღვინეობა მელიტონი
46. მეღვინეობა შუმი
47. მწვანე ესთეითი
48. ნაოტრები
49. ნიკიფორე
50. ორთომელი
51. რთველისი 
52. რტონი
53. საოჯახო მეღვინეობა მილდიანი  
54. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
55. საქართველოს სული
56. საწნახელი
57. ტარიელ ლომთაძის მარანი
58. ტერა ქისი
59. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
60. ტოგონიძის ღვინო
61. ფაფრის ველი
62. ქართული ღვინოები
63. ღვინია
64. ღვინო კალამი
65. Vivere Wine - ღვინო მოსულა  
66. შერმა
67. ძველი თბილისი
68. წერო ვაინი
69. ჭონას მარანი
70. ჭური ჩინებული
71. ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები
 
სხვა კომპანიები:
72. ტაბლა ნოვა
73. ღვინის კლუბი
 
ხელნაკეთი ნივთები: 
74. სიარტი
75. Uniformal Studio
76. ბამო 
77. ველთაური 
78. Natka's accessories
79. ოდა სუვენირები
80. Viky's Accessories
81. Doochi
82. „კირკე“- ნატურალური საპნები და კოსმეტიკა
83. ლეკობსი
84. Mariami Made in Georgia
 
შეგახსენებთ, ოჯახური მარნების შესარჩევი დეგუსტაციებიც დასრულდა და რამდენიმე დღეში ამ კონკურსის შედეგებიც გახდება ცნობილი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული