Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბროკოლის მობრაწულა ლიმონის სოუსით

საჭირო მასალა: 280მლ. ნაღები, 0..25 ჭიქა ლიმონის ახალგამოწურული წვენი, 180 გ. ხაჭო, 3 კვერცხი, 3 კვერცხის გული, 1 ს.კ. ქათმის ბულიონის ბრიკეტი (“კუბიკი”), 3 ს.კ. ყველი “პარმეჯანო” ან მისი მსგავსი ყვითელი ფერის ყველი, 3 ს.კ. დამდნარი კარაქი, 700 გ. ბროკოლი, მარილი, პილპილი. სოუსისათვის – დარჩენილი 100 მლ. ნაღები, 1 ს.კ. მცენარეული რბილი კარაქი, 1 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. წვრილად დაკეპილი კამა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნაღები მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხი, კვერცხის გულები, ყველი, კარაქი, ბულიონის ფხვნილი, შემდეგ შევურიოთ დაჭრილი ბროკოლი, მარილი და პილპილი. გამოსაცხობ ფორმაში ჩავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი, ზედ მოვათავსოთ მომზადებული მასა და 40 წუთი ვაცხოთ 180 გრადუსზე.

საწებელინაღები ავთქვიფოთ ლიმონთან, მარილთან და პილპილთან ერთად.ქვაბში შევურიოთ ფქვილი და მცენარეული კარაქი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ნელ-ნელა ვამატოთ ნაღების მასა, ვურიოთ, სანამ არ მივა მოდუღებამდე. შეგრილებულს მოვაყაროთ კამა. სუფრასთან მიტანის წინ ყოველ ნაჭერს თეფშზე მოვასხათ სოუსი.

რჩევა – ბროკოლი შეგიძლიათ შეცვალოთ ყვავილოვანი კომბოსტოთი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული