Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლევან დავითაშვილი: „ყველა კომპანიისთვის ერთნაირი თამაშის პრინციპები უნდა არსებობდეს“

აუდიო იხ. აქ

4 თებერვლის შეხვედრის დეტალები

პარასკევს, რადიო „ცხელ შოკოლადში“ სტუმრობისას, გადაცემაში „ღვინის გზამკვლევი“, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა 4 თებერვალს, რუსეთის მთავარ სანიტართან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. იგი შეხვედრას ყველაზე კონსტრუქციულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებად აფასებს და თვლის, რომ ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, პირველად სწორედ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა კონკრეტული საკითხები. ქართული მხარის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ქართული ღვინის წარმოების პროცედურებს და მის ხარისხს ეხება, რუს ინსპექტორთა ჯგუფები საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოჩნდებიან. ისინი ქართული მხარის თანხმობას ელოდებიან, რაც რუსული დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ პროცესს უკავშირდება.

 “ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპული შეთანხემება ის არის, რომ ყველა კომპანიისთვის ერთნაირი თამაშის პრინციპები უნდა არსებობდეს, იმისათვის, რომ არც ერთი მათგანი არ დაზარალდეს, მნიშვნელობა არა აქვს, მიმართა თუ არა რუსულ მხარეს ბაზარზე დაბრუნების თხოვნით ამათუიმ კომპანიამ. ქართული მხრიდან, ამ პროცესს ღვინის ეროვნული სააგენტო დაარეგულირებს, რუსულ მხარეს კი “როსპოტრებნადზორი” უხელმძღვანელებს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა რადიო “ცხელ შოკოლადთან” საუბარში.

მისი თქმით, სერტიფიცირების და რეგისტრაციის პროცესი დაახლოებით 2 თვეს გასტანს.

ქართული ღვინის სერტიფიცირება რუსეთის ბაზარზე შესვლის წინ

ამ კითხვას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა “ღვინის გზამკვლევში” სტუმრობისას უპასუხა:

“ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება აქვს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქტების დამატებითი ინსპექტირება მოახდინოს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციამ, რომელმაც ხარისხის კონტროლის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, ხელახლა შეიძლება შემოწმდეს. ჩვენ შეგვიძლია ამ სერტიფიცირებული პარტიიდან ამოღებული ნიმუში შევადაროთ იმ პროდუქტს, რომელიც სამომავლოდ ახალ ბაზარზე უნდა გავიდეს. ამით მოხდება შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ სასერტიფიკატო ნიმუშსა და გასაგზავნ ნიმუშს შორის. აქედან გამომდინარე, ორგანოლეპტიკური და ანალიტიკური ანალიზი სრულიად გამორიცხავს პროდუქციის ფალსიფიკაციის საფრთხეს. ეს არის სავალდებულო ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთის ბაზარზე ექსპორტირების პირველივე ეტაპზე ამოქმედდება. ღვინის სააგენტოს ამ სტრატეგიას ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

იმისთვის, რომ ფალსიფიკაციის პროცესი რუსეთის ბაზარზეც იქნას თავიდან აცილებული, ჩვენ ექსპორტირების ყველა ეტაპზე დეტალურ ინფორმაციას გავუგზავნით რუსულ მხარეს. მათ ექნებათ ზუსტი ინფორმაცია, რა ტიპის ღვინო, რა ბრენდი და რამდენი ბოთლი გაიგზავნა კონკრეტულ ეტაპზე, მისგან დამოუკიდებლად აღმოჩენილი პროდუქცია კი უკვე ფალსიფიცირება იქნება“ – განაცხადა რადიო ცხელ შოკოლადთან საუბრისას ლევან დავითაშვილმა.

რუსული ღვინის ბაზრის ანალიზი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, რომელიც რუსეთის ბაზარზე არსებულ ამჟამინელ მდგომარეობას ასახავს, გამოჩნდა, რომ 2006 წელს ქართულ ღვინოზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ალტერნატიულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ჩანაცვლებით დაიწყო, რომელსაც  სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში აწარმოებდნენ. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი აფხაზურმა ღვინომაც დაიკვა. დღეს-დღეობით, რუსეთის ბაზარზე, ყოველწლიურად 8 მილიონ ბოთლამდე აფხაზური ღვინო შედის. მათი ღვინოები პირდაპირ ქართული ღვინის სეგმენტში ცდილობენ მოხვედრას და შეფუთვის სხვადასხვა ტექნოლოგიებით, მომხმარებელს მიანიშნებენ, რომ ეს ქართული ღვინის ჩამანაცვლებელია. მომხმარებელსაც ხშირად არასწორად სჯერა, რომ ეს საქართველოში წარმოებული და შემოვლითი გზით რუსეთში ჩამოტანილი ღვინოა.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული