Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ჭაჭა– დახლების მბრძანებელი

ლევან სეფისკვერაძე

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ჭაჭა ღვინის შემდეგ, ქართული ალკოჰოლური სასმელებიდან ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. ჭაჭის შუშის ბოთლებში ჩამოსხმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და ქართული ჭაჭა საკმაოდ დიდი მოწონებითაც სარგებლობდა  – განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინაში.

ამის მიუხედავად, საქართველოში ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭა მყიდველთა განსაკუთრებულ ინტერესს იშვიათად აღძრავდა, რადგან, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ შეხედულებას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ქართველი მომხმარებელი ჭაჭას ჯერ ერთი იშვიათად ყიდულობს და თუ ყიდულობს, უმეტესად ე.წ. გლეხურ ჭაჭას, როგორსაც ბაზარსა თუ სოფლადთუ ნახავთ.

სამაგიეროდ, ბევრად კარგად იყიდება ბოთლში ჩამოსხმული საეჭვო ხარისხისა და შემადგენლობის როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე უცხოეთიდან შემოტანილად გასაღებული – ფალსიფიცირებული არყები, რომელთა დიდი ნაწილი ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, მავნებელია ჯანმრთელობისათვის.

ბოლო პერიოდში, ქართულმა ღვინის კომპანიებმა ეტაპობრივად დაიწყეს ჭაჭის წარმოება. ამან ერთგვარი სასიკეთო ტენდენციის სახე მიიღო და დღეს მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ჭაჭებს შორის არჩევანის გაკეთებაც კი შეუძლია. თუმცა, ამ ყველაფერსაც აქვს ერთი მეტად არასასურველი მხარე. კომპანიების უმეტესობა საკუთარ ჭაჭას მხოლოდ “გუდვილისა“ და “პოპულის“ ტიპის დიდ სუპერმარკეტებში ყიდის. პატარა მარკეტებსა და მაღაზიებში კი, ხშირად არც კი გაუგიათ, რომ საკმაოდ ბევრი დასახელების ქართული ბოთლის ჭაჭა არსებობს. შეტანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ღვინის კომპანიის მესვეურები ამის მიზეზად უპირველსად ერთ რამეს ასახელებენ – პატარა მარკეტებში ჭაჭას არავინ ყიდულობს და იქ შეტანას აზრი არა აქვს. თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ ხშირად მცდელობაც კი არ ჰქონიათ, ჭაჭის გასაყიდი არეალი უფრო გაეფართოვებინათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთ–ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ქართული სასმელი  – ჭაჭა, ჩვენს ქვეყანაში ერთგვარად ელიტარულადაც კი იქცა და მისი შეძენა რიგით თბილისელს, სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში მარტივად ჩარბენით არ შეუძლია.

რაც შეეხება, ღვინის კომპანიების მიერ წარმოებულ ბოთლის ჭაჭას, როგორც უკვე ვთქვით, დიდ სუპერ თუ ჰიპერმარკეტებში წარმოდგენილი ჭაჭის ასორტიმენტი მართლაც მრავალფეროვანია და ამ ამხრივ კომპანიებისადმი საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის. ჭაჭას განსაკუთრებით მრავალფეროვან არჩევანს, “თელავის ღვინის მარანი“ გვთავაზობს. აღნიშნული კომპანია, საფერავიდან, რქაწითელიდან და შარდონედან სამი ტიპის ჭაჭას აწარმოებს და როგორც “თელავის ღვინის მარნის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, სამივე დასახელების ჭაჭას, დამახასიათებელი ჯიშური არომატები გააჩნია. როგორც რქაწითელისა და შარდონესაგან, ასევე საფერავისაგან გამოხდილი ჭაჭა ერთი ფასი – 10.8 ლარი ღირს. თუმცა, ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც საფერავის ჭაჭაზეა.

ასევე მრავალფეროვან რჩევანს გვთავაზობს კომპანია “ბინეხი“.მისმიერ წარმოებული “ჭაჭა–კლასიკი“ 13.5 ლარი ღირს. ანალოგიურ ფასად შეიძენთ ამავე კომპანიის წარმოებულ “ჭაჭა გოლდსაც“. თუმცა, სასაჩუქრე შეფუთვით წარმოდგენილი “გოლდი“ და “კლასიკი“ ფასის მხრივ განსხვავებულია. პირველი 33.75 ლარი ღირს, მეორე კი, 31.25. ამ განსხვავების მიუხედავდ, აღმოჩნდა, რომ კლინტურა უფრო მეტად “ჭაჭა გოლდს“ ჰყავს, როგორც მარტივ (ჩვეულებრივ), ასევე სასაჩუქრე შეფუთვის შემთხვეავში.

კომპანია “ასკანელი“ მომხმარებელს ორი დასახელების ჭაჭას სთავაზობს: “ჭაჭა–ოქროს“ და “ჭაჭა–პლატინას“. როგორც ჩვენთან საუბარში, “ასკანელის“ ჭაჭის ხშირი მომხმარებელი, თბილისელი ლაშა დავითაშვილი აღნიშნავს, ზემოთ აღნიშნული ორი დასახელების ჭაჭას შორის ხარისხობრივი განსხვავება პრაქტიკულად არ იგრძნობა. გემოს მხრივ კი, ოდნავი უპირატესობა“პლატინას“ უნდა მივანიჭოთ, რომელიც 12 ლარი ღირს. მასზე ცოტათიიაფია “ჭაჭა–ოქრო“, რომელიც ჰიპერმარკეტ “გუდვილში“ 11.15 ლარად იყიდება.

რაც შეეხება კომპანია “თელიანი ველის“ პროდუქციას, ამ კომპანიის მიერ წარმოებული ასევე ორი დასახელების ჭაჭას შორის ფასის გარდა განსხვავება უპირველესად ის გახლავთ, რომ 21.65 ლარად ღირებული ჭაჭა მუხაშია დავარგებული, შუშის ჭურჭელში დავარგებული ჭაჭის ფასი კი, 19.85 ლარია,

რამდენიმე წლისწინ, ჭაჭის წარმოება დაიწყო კომპანია “მილდიანმაც“ და სამამულო ბაზარზე “მილდიანი“ უკვე ორი ტიპის, ნახევარლიტრიან შუშის ბოთლებში ჩამოსხმული ჭაჭითაა წარმოდგენილი. საფერავის ჭაჭის ფასი 18.6 ლარია, რქაწითელის ჭაჭის ფასი კი, მხოლოდ 5 თეთრითაა განსხვავებული და 18.65 ლარი ღირს.

საქართველოში მცხოვრები ამერიკელი მხატვრისა და მეღვინის – ჯონი უორდემანის კომპანიის – “ხოხბის ცრემლების“ მიერ წარმოდგენილმა ჭაჭამ, სხვადახხვა დეგუსტაციბსა თუ გამოფენებზე განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა. სწორედ ამან გადააწყვეტინა “ხოხბის ცრემლების“ მესვეურებს, რომ ღვინოსთან ერთად, ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭაც გაეტანათ. ეს კომპანია ამჟამად მხოლოდ ერთი დასახელების ჭაჭას (“ხოხბის ცრემლების ჭაჭა“) ყიდის. უნდა ითქვას, რომ ამ სასმელის ფასი საკმაოდ ძვირია და 350 გრამიანი ბოთლით წარმოდგენილი ჭაჭა 23 ლარი ღირს. სასმელის რაოდენობისა და ფასის შეფარდებით, აღნიშნული ჭაჭა უდავოდერთ-ერთიყველაზე ძვირია ქართულ ბაზარზე.  

კომპანია “ქინძმარაულის“ მარანმა ბოლო დროს წარმოება გააფართოვა, რაც ასევე აისახა ჭაჭის წარმოებაზეც. “ქინძმარაულის მარნის“ მუხაში დავარგებული ჭაჭა 14.85 ლარი ღირს, “ჭაჭა–კლასიკი“ კი - 17.15 ლარი. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიაზე მუშაობის დროს, “ქინძმარაულის მარნის“ ჭაჭა ერთადერთი გახლდათ, რომელსაც ჯერ გლდანში, ჩვეულებრივ, “უბრალო“ სუპერმარკეტში გადავაწყდით, შემდეგ კი, მათ მიერ წარმოებულ მუხაში დავარგებულ ჭაჭას თამარ მეფის გამზირზე მდებარე მარკეტშიც მივაკვლიეთ. იმედია, ასეთი გამონაკლისები მომავალში უფრო ხშირი იქნება.

რამდენიმე მიზეზის გამო, მეტად საინტერესოდ მოგვეჩვენა კომპანია “ტიბაანის“ ჭაჭა. საინტერესო და ცოტა არ იყოს, უცნაური გახლდათ ის, რომ 11.7 ლარად ღირებული “ტიბაანის“ ჭაჭა, პლასტმასის რბილ, დრეკად ბოთლებშია ჩამოსხმული. ეს არ გახლავთ იმ ტიპის პლასტმასის ბოთლი, რომლითაც სხვადასხვა დასახელების გამაგრილებელი სასმელი იყიდება. ეს ბოთლი იმდენად რბილი და უცნაურია, რომ ძნელია მის ხარისხზე მარტივად ვისაუბროთ. ამასთან ერთად, უცნაურია “ტიბაანის“ ჭაჭის არცთუ დაბალი ფასი თუნდაც ციმიტომ, რომ სასმელი აშკარად დაბალხარისხიანი ჭურჭელითაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება ქართულ ბაზარზე არსებული ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭის ფასებს, ამ მხრივ ერთ–ერთ ყველაზე იაფად ჭაჭას კომპანია “ტაროვაინი“ ყიდის. “ტაროვაინის“ 50 გრადუსიანი სხვადასხვა ტიპის სამი ჭაჭა 8.1, – 8.40,  – 9.35 ლარი ღირს. ხოლო, აღნიშნული კომპანიის საუკეთესო ჭაჭა კი, 11.7 ლარად იყიდება. წარმოდგენილი პროდუქციის ასეთი მრავალფეროვნება და სიიაფე “ტაროვანიის“ ერთ–ერთ უდავო პლუსად უნდა ვაღიაროთ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბოთლის ეტიკეტი არანაირ განმარტებას არ იძლევა იმაზე, თუ რატომ ღირს ერთი ჭაჭა 8.1 ლარი, მეორე კი 8. 40. მყიდველს ძალიან გაუჭირდება იმის დადგენა, როგორ უნდა გააკეთოს “ტაროვაინის“ ჭაჭებს შორის არჩევანი, მით უმეტეს, როდესაც მათი ფასი 8–დან 11.7 ლარამდეა.

გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც უკვე დავასახლეთ, მომავალში კიდევ რამდენიმე ქართული ღვინის მცირე კომპანია გეგმავს ჭაჭის ბოთლში ჩამოსხმას. სასიხარულოა, რომ მათ შორის არიან “ღვინის კლუბის“ წევრი მეღვინეებიც. ეს ადამიანები დღემდე ჭაჭას ძირითადად პირადი მოხმარებისათვის, ანდა მცირე რაოდენობით რეალიზაციისათვის ხდიდნენ. თუმცა, როდესაც ქვეყანაში უამრავი სასმელია, მაგრამ მაინც მწვავედ დეფიციტურია კარგი და მაღალხარისხიანი სასმელი., ბუნებრივია, ბევრ პატიოსან მეღვინეს გაუჩნდა ბაზარზე საკუთარი ჭაჭის შესვლის სურვილი, რაც უაღრესად პოზიტიური მოვლენაა..

სულ ცოტა ხნის წინ, დიდი ღვინის ქარხნების ზოგიერთი წარმომადგენელი არც კი მალავდა იმას, რომ მიზეზით – “არ გაიყიდება და ტყუილად თავი რატომ უნდა ავიტკივოო“ – ძალიან ერიდებოდნენ ჭაჭის წარმოებას და ღვინის დაყენების შემდეგ, ჭაჭა–მასალას საუკეთესო შემთხვევაში ადგილობრივ გლეხებს აძლევდნენ, ან სასუქად იყენებდნენ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, (რაც სამწუხაროდ არცთუ ისე იშვიათი იყო) ყრიდნენ.

ახლა კი, ტენდენცია აშკარად იქითკენ მიდის, რომ კიდევ ბევრი მეღვინე მოჰკიდებს ხელს ჭაჭის წარმოებას. სხვაგვარად არც შეიძლება მოხდეს, რადგან, ყურძენი იმდენად უნიკალური პროდუქტია, რომ მისი მხოლოდ ღვინისათვის გამოყენება დაუშვებელი იქნებოდა. ღვინოსა და არაყსაც რომ თავი დავანებოთ, ყურძნის წიპწისაგან შესანიშნავი საჭმელი ზეთი და პარფიუმერიული საშუალებები მზადდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:


ზემოთხსენებული არ მოიცავს ინფორმაციას "ზეარისის" ჭაჭასთან დაკავშირებით, რატომ?


მარტივი მიზეზია. თუ თარიღს დააკვირდებით, ნახავთ, რომ სტატია 2011 წელსაა დაწერილი, თებერვალში. ზეარისის ჭაჭა მაშინ ჯერ არ იყო ბაზარზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.





StatCounter - Free Web Tracker and Counter