Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორგანული ღვინის საფრთხეები აშშ-ში

ორგანული ღვინო, რომელიც მუდმივად გამოწვევების წინაშე დგას, ახლა ახალი დაბრკოლება გამოუჩნდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ მიღებული ახალი წესის სახით: “თქვენი რჩეული იმპორტირებული ორგანული ღვინო შესაძლოა მალე აღარ იყოს ხელმისაწვდომი აშშ-ში ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო. ან, შესაძლოა, მას ვეღარ ეწოდოს ორგანული ღვინო – არც სახელსა და ეტიკეტში და ფაქტობრივად, არც მისი “შინაარსით” - ვკითულობთ wine searcher-ზე. 

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გასულ წელს გადაწყვიტა, რომ ღვინის ორგანულად გაყიდვისთვის, არა მხოლოდ ვენახი და მეღვინეობა უნდა იყოს სერტიფიცირებული, არამედ იმპორტიორიც."ეს სრულიად არარაციონალურია, რადგან იმპორტიორი ღვინოს უშუალოდ არ ეხება.” - წერს ბლეიკ გერი.

USDA-ს რეგულაციას, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბევრი გაუგებრად მიიჩნევს და ფიქრობენ, რომ აშშ-ში ამჟამინდელი კრიზისი მათი გამოწვეულია. იმპორტიორები ცდილობენ სერტიფიცირების პროცესის გავლას და დეპარტამენტის ცნობით, დიდი ნაწილი იმპორტიორებისა სერტიფიცირებულია. თუმცა, განაცხადებების დამუშავებაში ბიუროკრატიული შეფერხებაა. ბოლო ვადა გასულ კვირაში ამოიწურა, თუმცა ბევრი იმპორტიორი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია.

დღეის მდგომარეობით, თუკი ღვინო, რომელიც USDA-ის სერტიფიცირებული, მაგალითად, საფრანგეთში, ჩილესა ან ახალ ზელანდიაში,  ორგანულად მოყვანილი ყურძნითაა დამზადებული და სერტიფიცირებული მეღვინეობის ნაყოფია და იმპორტირებულია კომპანიის მიერ, რომლის სერტიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ფინანსური სანქციებისა და კიდევ უფრო მეტი ხიფათის წინაშე დადგება.: “USDA-ს ვკითხეთ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ „ორგანული“ ღვინო სერტიფიცირებული იმპორტიორის გარეშე მაღაზიებში გამოჩნდება. დეპარტამენტის წარმომადგენლის პასუხი ასეთი იყო:  

USDA-ის ორგანული რეგულაციების დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური ჯარიმები, მათ შორის აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის მხრიდან მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში. შესაძლოა, ასევე გამოიცეს იმპორტის შეჩერების ბრძანებები და სამოქალაქო ჯარიმები USDA-ისგან. უფრო სერიოზული შემთხვევებისას, საქმეს აწარმოებენ გენერალური ინსპექტორის ოფისი და იუსტიციის დეპარტამენტი.“  

გართულებები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუ აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მევაჭრეების გაფიცვა შედგა. ვინ იცის, რამდენი ხანი დარჩება ორგანული ღვინო დატვირთული კონტეინერების სახით გემებზე, და რა მოხდება, თუ USDA ამ წესის ამოქმედებას დაიწყებს: “ორგანული ყურძნის დიდი ხნის მომხრე ვარ, თუმცა USDA-ის ეს რეგულაცია დამღუპველია იმპორტისთვის.” - ვკითხულობთ სტატიაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული