Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცი ლუდის სოუსში

საჭირო მასალა: 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 მსხვილი ღერი ნიახური, 4 ნაჭერი ღორის ხორცი თავისი ძვლით (თითო ნაჭერი 200-220 გ), 1 ს.კ. ძირა, 2 ს.კ. ერბო, 400 მლ მუქი ლუდი, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი ავკეპოთ. სტაფილო თხლად დავჭრათ. ხახვი სიგრძეზე მსხვილად დავჭრათ. ნიახური კუბებად დავჭრათ. ხორცი გავრეცხოთ, შევამშრალოთ, მოვაყაროთ ძირა, მარილი და პილპილი. ტაფაზე გავაცხელოთ ერბო და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან შევწვათ. დავუმატოთ ბოსტნეული და 1-2 წუთი ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ლუდი, დავახუროთ სახურავი და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ. ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ ტაფიდან, დარჩენილი სოუსი ცოტა ხანი ვადუღოთ და მოვასხათ ხორცის ნაჭრებს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული