Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თავად მაყაშვილის მარანის“ ღვინოები აშშ-შიც გამოჩნდება

კომპანია “თავად მაყაშვილის მარანის“ ღვინოები უახლოეს დღეებში ახალ საექსპორტო ბაზარზე–ამერიკაში გადაიტვირთება. ხელშეკრულება ამერიკელ დისტრიბუტორთან ორი კვირის წინ იტალიაში გაფორმდა, სადაც მარანის ღვინოები გამოფენაზე წარადგინეს.

ქართული კომპანია ნიუ იორკში ხუთი დასახელების – ორ წითელს და სამ თეთრ ღვინოს გააგზავნის. ღვინოები გურჯაანის მიკრო ზონაშია დამზადებული.
კომპანია “თავად მაყაშვილის მარანი“ 5 ჰექტარის ფართობის ვენახს ფლობს გურჯაანის რაიონში და დაახლოებით, 10 ათასს ბოთლ ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს. მიმდინარე წელს კომპანია 4 ათას ბოთლს ამერიკაში, ხოლო 3500 იტალიაში გაყიდის. ადგილზე კი დისტრიბუტორები 1 ბოთლ ღვინოში საშუალოდ 7 ევროს იხდიან.
 
რადიო “კომერსანტი“
 
 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული