Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქართული ღვინის ფესტივალი“ ჰონგ-კონგში

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media’-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. დებრა მეიბურგის პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის  შესახებ. აღსანიშნავია, რომ  ჰონგ-კონგში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და იგი დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ღვინის წარდგენას  ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ქალაქებში ითვალისწინებდა. ფესტივალი უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის  პროვინციებში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.