Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინო - ლეგიტიმური სტილი

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

სიდნეის ყველაზე გავლენიანი ონლაინ ჟურნალი - Broadsheet, რომელიც კერძების, სასმელების, მოდისა და გართობის შესახებ წერს, საინტერესო პუბლიკაციას უთმობს ქარვისფერ ღვინოებს. 

Broadsheet არის გართობისა და აქტიური ქალაქური ცხოვრების მოყვარულთა ერთგვარი მეგზური, რომელიც მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას სიდნეის საუკეთესო ღონისძიებებისა და ობიექტების შესახებ. Guardian-ის ერთ-ერთი პუბლიკაციის შეფასებით, ის ქალაქის ყველაზე გავლენიანი ჟურნალია ამ სფეროში, რომელიც ურბანულ ტრენდებს ქმნის. 

სტატიაში, რომელიც მკითხველებში ქარვისფერი ღვინოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, შეჯამებულია ამ სტილის ხიბლი და მისი გამოწვევები ავსტრალიაში. ავტორი, სემი პრესტონი აღნიშნავს, რომ  ქარვისფერი არ არის ღვინის ის ტიპი, რომელსაც ტრადიციული მომხმარებელი ირჩევს, თუმცა ეს სრულიად ახალი, „კონცეპტუალური წვეთია“, რომელიც ავსტრალიის ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების ჩამონათვალში უფრო და უფრო მრავლდება. 

პრესტონი ესაუბრება სიდნეის ერთ-ერთი პოპულარული იტალიური ღვინის ბარის, Surry Hills-ის მფლობელს, ჯორჯიო დი მარიას, რომელიც ავსტრალიაში ქარვისფერი ღვინოების ტრენდის ერთ-ერთი პიონერი და ტონის მიმცემია. დი მარიოს თქმით, ოთხი წლის წინ მან კლიენტებს შესთავაზა ის, რაც უბრალოდ, ხიბლავდა, თუმცა, სულ მალე, ღვინოებმა ხანგრძლივი მაცერაციით დიდი პოპულარობა მოიპოვა ავსტრალიის გარკვეულ წრეებში. 

დი მარია უღრმავდება ქარვისერი ღვინის დაყენების ანტიკურ საფუძვლებს, ჭაჭა-კლერტზე დავარგების ქართულ მეთოდს, 8000 წლის წინ, რასაც მსოფლიოში ამ პრაქტიკის პირველ პრეცედენტად აღიარებს. თანამედროვე გამოცდილებების მიმოხილვისას ის ცდილობს, დააზუსტოს, რომ ქარვისფერი ღვინო ხშირად ორგანულ, ნატურალურ და ბიოდინამიკურ ღვინოებთანაა გაიგივებული, რაც არასწორია. 

სიდნეის ერთ-ერთი პოპულარული ბარის, Waterman’s Lobster Co.-ს, მფლობელი, მათ სვიბოდა მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ღვინის ნებისმიერი ჩამონათვალი მომხმარებელს უნდა სთავაზობდეს ქარვისფერი ღვინოს. მით უმეტეს, რომ ამ სტილის შეწყვილება საკმაოდ ბევრი სახის კერძთან შეიძლება. 

სვიბოდა ქარვისფერ სტილს მსოფლიოს ხელახალ აღმოჩენას უწოდებს, რადგან თვლის, რომ ხანგრძლივი მაცერაციით დავარგების წესი ღვინის სამშობლოს, საქართველოს უძველესი ტრადიციაა. 

„დღეს უკვე ხალხს ესმის, რომ ქარვისფერი ღვინო ლეგიტიმური სტილია... ერთ მშვენიერ დღესაც, ადამიანები თავიანთი ადგილობრივი რესტორნების ღვინის ჩამონათვალში ისევე მოძებნიან ქარვისფერ ღვინოებს, როგორც დღეს როზეს ათვალიერებენ“ - ამბობს სვიბოდა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული