Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი კალმახი

პროდუქტები: 3 ნაჭერი თეთრი პური; 4 ძირი ოხრახუში; 4 ს/კ ზეითუნის ზეთი; თითო- თითო ყვითელი, წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა; 2 მწიკვი დაფქული კამის თესლი; მარილი, წიწაკა; 9 საშუალო ზომის კარტოფილი; 6 საშუალო ზომის პამიდორი; 6 ს/კ გახეხილი ჰოლანდიური ყვეი; 80 მლ. თეთრი მშრალი ღვინო; 80 მლ. ბოსტნეულის ნახარში; 1 დიდი კალმახი; მარილი, წიწაკა; ლიმონი; 1 ს/კ კარაქი

მომზადება: ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ და ჩავყაროთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პური, დავუმატოთ წვრილად აკეპილი ცოტა ოხრახუში, შევბრაწოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, დარჩენილი ოხრახუში, კამის თესლი და მოვშუშოთ, გავუწყოთ მარილი და წიწაკა. ცალკე დავჭრათ და შევწვათ კარტოფილი, ავურიოთ შემწვარ პურს და ჩავდოთ ფორმაში, დავასხათ ღვინო და ბოსტნეულის ნახარში. თევზი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავაწუროთ ლიმნის წვენი, დავტენოთ წიწაკის ფარშით და ჩავდოთ ფორმაში, გარშემო მოვუწყოთ დარჩენილი წიწაკის მასა, მოვახეხოთ ყველი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თემა:


სერიოზული რეცეპტია. ოღონდ ერთი ულუფა მეცოტავება :) ლინგვისტურ ინტრიგანობაში ნუ ჩამომართმევთ, მართლა მაინტერესებს: "მარილი და წიწაკაო", რომ წერია რამდენჯერმე, მართლა წიწაკაა თუ პილპილი იგულისხმება? გასტრონომიულად მნიშვნელოვანი სხვაობაა. ალბათ ლინგვისტურადაც :)


ძალიან კარგი, რომ რეცეპტმა დაგაინტერესათ და მოგეწონათ:) პირველ შემთხვევაში იგულისხმება ახალი წიწაკა (ბულგარულს რომ ვეძახით :) ), ხოლო მეორეში - დაფქული წითელი წიწაკა. პილპილი ნამდვილად არ იგულისხმება. ულუფას რაც შეეხება - შეგიძლიათ დაზარდოთ .

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული