Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთში ღვინის რევოლუციური ბოკალი შექმნეს

ბროლის ძვირად ღირებულ ნაკეთობათა მწარმოებელმა ფრანგულმა ფირმა ბაკარამ (Baccarat)  ღვინის კულტურაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ბაკარას ოსტატებმა შექმნეს ბოკალი, რომელიც ღვინის ნაზი არომატის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რითაც დაგემოვნების პროცესს დაუვიწყარს ხდის. ბოკალი ტიტის ფორმისაა – განიერი ძირი და შევიწროებული პირი აქვს. როგორც კომპანიაში ხსნიან, სწორედ ეს არის მისი მთავარი ღირსება. ბოკალის იდეალური ფორმის  წყალობით  სადეგუსტაციო მანიპულაციების დროს ღვინის არომატის სრული ბუკეტის შენარჩუნება დ არომატის ბოლომდე გახსნა ხდება. ბაკარას მენეჯერის – ფრანსუა მაინეტის - თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი დეგუსტაციაში ალკოჰოლსა და არომატს შორის ბალანსის შენარჩუნებაა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ინსა და იანს შორის ბალანსი ჩინურ ფილოსოფიაში ან წონასწორობა წყალსა და ცეცხლს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბოკალი ალკოჰოლისგან მომავალ ცეცხლს წყლის კომპონენტით - არომატით - აბალანსებს. ბოკალი, რომელიც დაახლოებით 116 დოლარი ღირს, უკვე იყიდება საფრანგეთისა და ჩინეთის ბაზარზე. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული