Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ბურთულები

საჭირო  მასალა: ფარში – 400 გ თეთრი თევზის ფილე, 1 პატარა თავი ხახვი, 1 ს.კ. კარაქი, 60 გ თეთრი პური, 1/4 ჭიქა რძე, 1/3 ჭიქა 20%-იანი ნაღები, 1 პატარა ზომის კვერცხის ცილა, მარილი, დაფქული თეთრი პილპილი – გემოვნებით. გულსართი – 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი კრევეტები, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი კამა, 1 ს.კ. მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, 4 პატარა ნაჭერი კარაქი. საფანელად – 200 გ თეთრი პური, 2 ს.კ. ფქვილი, 1 კვერცხი, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: ფარშისთვის ხახვი დავკეპოთ და კარაქში მოვშუშოთ. პური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ღუმელში ოდნავ გამოვაშროთ. შემდეგ დავასხათ რძე და ცოტა ხანი გავაჩეროთ, რომ სითხე გაუჯდეს.
თევზის ფილე, რძეში დამბალი პური და მოშუშული ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ფარში ხელით ვზილოთ და თან ნაღები ვამატოთ. კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი და თეთრი პილპილი და შევურიოთ მომზადებულ ფარშს. გულსართის ინგრედიენტები – მოშუშული ხახვი, დაჭრილი კრევეტები და კამა ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ფქვილი და პატარა კუბებად დაჭრილი პური დავყაროთ თეფშზე და ავურიოთ. კვერცხი ცალკე ავთქვიფოთ. ფარშისგან გავაკეთოთ  გუნდები, შუაში მოვათავსოთ გულსართი და კარაქის ნაჭერი, შემდეგ ამოვავლოთ კვერცხში და ბოლოს – მომზადებულ საფანელში. თევზის ბურთულები შევწვათ ფრიტიურში, შემდეგ გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული