გამოქვეყნებულია: 2 თებერვალი, 2012 - 18:49
კომპანია Elite Estate Group–ის მიერ ჩატარებულ ინტერნეტ-აუქციონზე საინტერესო ისტორიის მქონე საშობაო ხილის ღვეზელი გაიყიდა, რომელიც გამომცხვარია 1941 წელს კომპანია «Kroger Co» -ს მიერ. იგი 20 წლის შემდეგ შეფუთული ჩააბარეს მაღაზიას და მაღაზიის მენეჯერმა შემოინახა, ვიდრე არ დადგა მისი ხელსაყრელად გაყიდვის მომენტი. რომით დანამული ნამცხვარი ვაკუუმში სრულიად უვნებლად იყო შენახული. მყიდველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ ყოფნა არჩია, განაცხადა, რომ არ აპირებს 525 დოლარად ნაყიდი 70 წლის ღვეზელის ჭამას, უბრალოდ, მან შეიძინა, როგორც ისტორიული ნივთი, რომლის ფასი ყოველწლიურად გაიზრდება...
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი