Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსუბუქი ბულიონი ხმელთაშუაზღვისპირულად

საჭირო მასალა: 100 გ სტაფილო, 2 ძირი კამა, 75 გ ნიახურის ძირი, 80 გ პამიდორი, 50 გ წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ღერი რეჰანი, 8 მარცვალი შავი პილპილი, მწიკვი დაფქული ზაფრანა, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ბოსტნეული გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ კამა, სტაფილო, ნიახური, პამიდორი, ხახვი და ნიორი. დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ 4 ლ წყალი და წამოვადუღოთ. მოვხადოთ ქაფი და განვაგრძოთ ხარშვა. დავუმატოთ დაჭრილი რეჰანი, ზაფრანა, შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთლები და 1 საათის განმავლობაში ვხარშოთ. მზა ბულიონი შევანელოთ მარილით. წვნიანი მაცივარში გაძლებს 3 დღის განმავლობაში. თუ დიდი ხნით გვინდა შენახვა, გადავწუროთ, ჩავასხათ გასაყინ ფორმებში და შევდოთ საყინულეში. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ბულიონის კუბები გამოვიღოთ და მის ბაზაზე ცალკე წვნიანი მოვხარშოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული