Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი თართი ან ზუთხი პამიდვრის საწებლით

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი ან ზუთხი) ორივე მხრიდან შეწვით ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში. პამიდორი გახეხეთ სახეხზე, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ შესქელებამდე. ხარშვის დასრულებისას დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ხახვი დაჭერით მრგვალად, მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და მოშუშეთ. შემწვარი თევზი ლანგარზე დაალაგეთ, მოასხით მოშუშული ხახვი და ზემოდან პამიდვრის საწებელი.
მასალა: თევზი (თართი ან ზუთხი) - 1 კილოგრამი. ხახვი - 3-4 თავი. პამიდორი - 1 კილოგრამი. მცენარეული ზეთი - 5 სუფრის კოვზი. ოხრახუში - 2 ძირი. წიწაკა და მარილი - გემოვნებით.

 
© DODI

 

 

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული