Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამსა

საჭირო მასალა: 30 ცალისათვის, ცომი – 2 ჭიქა ფქვილი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა ცივი წყალი, 100 გ კარაქი, 0.5 ჩ.კ. მარილი. გულსართი - 700 გ ცხვრის ფილე, 2 თავი ხახვი, 2 ჩ.კ. მარილი, 1.5 ჩ.კ. ძირა, 1 ჩ.კ. პილპილი, 0.5 ჭიქა ქუნჯუთის მარცვლები, 1 კვერცხი.

მომზადება: ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ელასტიკური ცომი, გავაბრტყელოთ, რულეტივით გადავახვიოთ, მერე შევკრათ გუნდად და ცელოფანში გახვეული 40 წუთით შევდოთ მაცივარში. ბასრი დანით რაც შეიძლება წვრილად დავჭრათ ხორცი, ავურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, მარილი, პილპილი, ძირა და დიდხანს ვზილოთ ხელით. ცომისაგან გავაკეთოთ ბურთულები, გავაბრტყელოთ, თითოეულზე ზემოდან მოვათავსოთ გულსართი და შევკრათ სამკუთხედებად. გამზადებულ სამსას წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ ქუნჯუთის მარცვლები. სამსა ცხვება ცხელ ღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე, ვიდრე ზედაპირი არ დაებრაწება. ცომი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მზა ფენოვანი ცომით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული