Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბოთლების პრობლემა მსოფლიოში

შუშის ბოთლებში ღვინო ძველი დროიდან საუკეთესოდ ინახება. ისინი ინერტული და ხელით დალუქულია, ამიტომ ღვინის წლების განმავლობაში დაძველებაა შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შუშის ბოთლები არასდროს ყოფილა ისეთი პრობლემა, როგორიც დღსაა, გლობაკლური ვაჭრობის შეფერხებისა და კლიმატის კრიზისის დროს.

ბევრმა მწარმოებელმა ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნა, რომ ბოთლების მოპოვება გართულდა და ხარჯებიც გაიზარდა. პანდემიისას სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად ჩინეთიდაn ბოთლების მიწოდების სერიოზული საფრთხეც შეიქმნა. წარმოება უკრაინაში კი, სადაც ბოთლები ძირითადად ევროპისთვის მზადდება, ფაქტობრივად, შეჩერდა ომის გამო.  

გარდა ამისა, ციკლური პრობლემებიც არსებობს. ღვინის მწარმოებლებს მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლიათ  ადაპტაცია. ბევრად უფრო აქტიალური და გრძელვადიანი საზრუნავი კლიმატის კრიზისი და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევებია. ღვინის ბოთლების წარმოება და განსაკუთრებით მათი მიწოდება, როგორც ვკითხულობთ, გამონაბოლქვით საკამოდ დამაზიანებელი და საფრთხისშემცველია. გარდა ამისა, შუშის ბოთლების დამზადება საკმაოდ მაღალ ტემპერატურასა და დიდ ენერგიას მოითხოვს, ჩამოსხმული ღვინით კი შუშის ბოთლები “იტვირთება”, მძიმდება და შესაბამისად გადაზიდვა ბევრ საწვავს საჭიროებს. “რაც უფრო მძიმეა ბოთლები, მით მეტია საწვავის და მეტია გამონაბოლქვიც, შესაბამისად.” - ვკითხულობთ სტატიაში. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ გამოყენების შემდეგ ეს ბოთლები იყრება. შესაბამისად პროცესი დაუსრულებელია, ბოთლების მიწოდება კი ისევ იგივე გზას გადის.

თეორიულად მინის ბოთლების გადამუშავება პრობლემის მოგვარებას ასე თუ ისე ხელს უნდა უწყობდეს, თუმცა როგორც ჯეისონ ჰასი, Tablas Creek Vineyard-ის დამფუძნებელი აღნიშნავს თავის ბლოგში, შეერთებულ შტატებში შუშის გადამუშავება არანაირ იმედს არ იძლევა, პირიქით. გარემოს დაცვის სააგენტოს შეფასებით, შეერთებულ შტატებში მინის მხოლოდ 31% -ის გადამუშავება ხდება, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპაში 75%-ს უტოლდება, ბელგიაში, შვედეთსა და სლოვენიაში კი 95%-ს: “მიუხედავად ამისა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ამ მინის დიდი ნაწილი დამსხვრეულია და გზების გასაშენებლად გამოიყენება, არა ახალი მინის გადასადნობად” - აღნიშნავს ჰაასი.

გადადნობაზე უკეთესი იდეა, როგორც ავტორი წერს, ბოთლების დაბრუნება და ხელახლა გამოყენება იქნება, როგორც ამას ადამიანები ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, სანამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქა ერთჯერადი შუშის ბოთლების გამოყენების ტენდენციას შექმნიდა. სამწუხაროდ, ადამიანებისთვის ძალიან კომფორტულია ნივთების გადაყრა და მრავალჯერადი ღვინის ბოთლების რამდენიმე პერსპეტიული მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა. ერთ-ერთი იყო Gotham Project, რომელიც უამრავ ლოჯისტიკურ პრობლემას გადააწყდა. სად ინახავდნენ საცალო ვაჭრები ცარიელ ბოთლებს? დასჭირდება თუ არა მომხმარებელს მათი გარეცხვა დაბრუნებამდე? და რაც შეეხება ეტიკეტებს, ისინი უნდა დამაგრებულიყო წყალში ხსნადი წებოთი, რომლებიც იხსნება რეცხვისას. გარდა ამ ყველაფრისა, პროექტი “ჩაიფუშა” იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ბოთლები არ დაბრუნებულა. “მიუხედავად საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერისა და ამ პრობლემის გააზრებისა, თითქოს, მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ბოთლი მოგვივიდა უკან, ეს საკმარისი არაფრისთვის არ იყო” - აღნიშნავს ჩარლს ბილერი, Gotham-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

როგორც ჩანს, ერთ-ერთი გამოსავალი Bag-in-Box ფორმატია. როდესაც ღვინო რესტორნებსა და მომხმარებელს არა შუშით, არამედ “ჩანთის ყუთის” პრინციპით ეგზავნებათ. ავტორი სტატიაში ღვინის კომპანიებს გვირჩებს, რომლებიც ღვინოს სხვაგან, შუშის ალტერნატივაში ინახავენ. ესენია From the Tank, Jenny & Francois Selections, Wineberry Boxes, Wineberry U.S.A და ა.შ

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული