Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყურძენზე მოთხოვნა მოსავლის ერთ მეხუთედსაც ვერ აღწევს

შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი რთველი საქართველოში მწირმოსავლიანია. როგორ მიმდინარეობს რთველი? გვესაუბრება "სამტრესტის" უფროსის მადგილე გიორგი სამანიშვილი: 
 
-რთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდება.

- რთველი ჯერჯერობით, მხოლოდ კახეთში მთავრდება. დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში მორჩება. მთლიანად საქართველოში კი ნოემბერში დასრულდება.

-მოსავალი დიდი არ არის. როგორ მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი?

- შარშანდელთან შედარებით მცირეა, მაგრამ საქართველოში ყურძნის წარმოება ძალიან დიდია იმასთან შედარებით, რაზეც რეალური მოთხოვნაა. დაახლოებით, მოთხოვნა არის მეხუთედი. დანარჩენი მოსავალი ჰაერშია გამოკიდებული. ყურძნის გადამამუშავებელ ქარხნებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს თანხებს დანამატის წარმოებისათვის.

- ყურძნის ფასი რამდენი იყო წელს? მოსავლის სიმცირის გამო ხომ არ მოიმატა?

- ყურძნის ფასი განისაზღვრება ადგილმდებარეობის მიხედვით. ფასები საკმაოდ მაღალია. წელს საფერავზე დაემატა 25 თეთრი. დანარჩენზე იგივე დარჩა.
 
-კახეთში ვენახების დიდი ნაწილი დაისეტყვა. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაში როგორ ეხმარებოდით გლეხებს?

- რამდენიმე ქარხანამ ჩაიბარა ასეთი ყურძენი და მათ ძალიან გარისკეს. კახეთში არის გახსნილი შტაბი და იქ მაქსიმალურად ცდილობენ, დაეხმარონ ჩაბარებაში.

-ზოგს შარშანდელის საფასური არ აუღია. თქვენთვის თუ მოუმართავს გლეხს დასახმარებლად?

- მარტო სამი კომპანიაა, რომელსაც არ გადაუხდია თანხა. თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. ამაზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვერ დავეხმარებით. ამისთვის არის სასამართლო და მას უნდა მიმართონ. თუმცა ჩვენ საქმის ყურში ვართ.

- სოლიდურმა კომპანიებმა შეიძინეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძენი. მათ არ აქვთ არავითარი შეხება ღვინოსთან. სახემწიფოსგან ხომ არ ყოფილა დაძალება?

- სახემწიფო არ ჩარეულა. მხოლოდ ტელევიზიით მიმართა თხოვნით მსხვილ კომპანიებს. ასეთი ჟესტი ძალიან კარგია. ბევრია კომპანია, რომელსაც ღვინოსთან შეხება არა აქვს, მაგრამ ცდილობენ, თავისი წვლილი შეიტანონ რთველის ჩატარებაში.

-ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით სიახლეებს თუ ელოდებით?

- 2008 წლის აგვისტოს ჩათვლით, 53 კომპანიამ გაიტანა ექსპორტზე პროდუქცია. ძველ საბჭოურ ქვეყნებში ძალიან კარგად იყიდება, რუსეთს არ ვგულისხმობ. ყაზახებს გააქვთ ექსპორტის ნახევარზე მეტი. პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანია და მზარდია პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

-წლევანდელი რთველი როგორ მიმდინარეობს?

- შარშან 200 000 ტონაზე მეტი იყო. წელს 129 000-მდე არის და მოცულობა საკმაოდ მცირეა.

გაზეთი ``კომერსანტი``

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული