Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არქტიკული ვისკი

ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ მიკენზე მცხოვრები 5 ოჯახი არქტიკული ვისკის, Myken Whisky-ის გამოშვებას გეგმავს. მათ უკვე შეისყიდეს და აღჭურვეს თევზის გადამამუშავებელი მიტოვებული ქარხანა და შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ნორვეგიასა და ლოფოტენის კუნძულებს შორის მდებარე ვესტფორდის უბის მარილიან წყალს გადაქაჩავენ და გაამტკნარებენ. არქტიკულ ვისკის განსაკუთრებულობას მხოლოდ ზღვის წყალი არ შესძენს. სასმელს ტრადიციული მეთოდით გამოხდიან და კასრებში, ღია ცის ქვეშ შეინახავენ, რათა უკეთ გაიჟღინთოს ზღვიდან მონაბერი სურნელით. არქტიკულ ვისკის შეზღუდული რაოდენობით ჩამოასხამენ და ჯერჯერობით თავად მწარმოებლებმაც არ იციან, რა ეღირება ეს სასმელი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული