Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანონსი - ლექცია ღვინის კლუბში: ტერასული მევენახეობა მესხეთში - პრინციპები და პერსპექტივები

სამშაბათს, 23 თებერვალს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ მნიშვნელოვან ლექციაზე. კომპანია მესხური ღვინოების დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე ისაუბრებს თემაზე - „ტერასული მევენახეობა მესხეთში - პრინციპები და პერსპექტივები“.

მოგეხსენებათ, მესხეთში უკვე დაიწყო უძველესი ტერასების აღდგენა. როგორ იგეგმება ტერასების რეაბილიტაცია, რა ვიცით საქართველოში არსებულ ტერასებზე, რა უპირატესობები, მნიშვნელობა და პერსპექტივები აქვს ტერასულ მევენეხეობას მესხეთში და მთლიანად საქართველოში.

შეხვედრა გაიმართება ტრადიციულ ადგილას, ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

ვიმეორებთ, დასწრება თავისუფალია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ქვეყნის მომავლისთვის :)

 



ძალიან საინტერესო ლექცია იყო და გიორგიმ მშვენიერი პრეზენტაცია გააკეთა, მადლობა გიორგის და თქვენ. კლუბთან მაქვს ერთი თხოვნა, უფრო პროდუქტიული იქნებოდა სეზონთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს რომ შეეხოს სემინარები. აქტუალურობაში ვგულისხმობ შემდეგს: მაგალითად გაზაფხულზე საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა სემინარი გასხვლასთან (ვაზის ჯიშების და რეგიონების მიხედვით) გაფურჩქვნასთან, კულტივაციასთან და ა.შ.,

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული