Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მარნები Vinexpo Paris 2024-ზე

12 - 14 თებერვალს Wine Paris და Vinexpo Paris 2024 პარიზში, Porte de Versailles-ში გაიმართება. Vinexpo წამყვანი სავაჭრო გამოფენაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიისთვის მთელ ევროპაში. ღონისძიებაზე, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს, ამჯერად კიდევ უფრო მეტ დასწრებას ელიან. ამაზე რიცხვებიც მეტყველებს, წელს მონაწილეთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდია. მთლიანობაში გამოფენაზე 3400-ზე მეტი მეღვინეობა იქნება წარმოდგენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო 37 000-ზე მეტმა პროფესიონალმა სტუმარმა უკვე დაადასტურა მონაწილეობის მიღება ღონისძიებაში. მრავალ ფრანგ მწარმოებლებთან ერთად წელს საერთაშორისო მონაწილეთა რიცხვი მკვეთრად, 92%-ით გაიზარდა. 

Vinexpo Paris 2024 + WINE PARIS 2024 წარმოგიდგენთ პლატფორმას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მიმდინარე სიახლეები და საინტერესო პროდუქცია შემდეგ კატეგორიებში:

კლასიკური ღვინო;

შამპანური და ცქრიალა ღვინო;

ლუდი;

ვაშლის სიდრი და პერი (ფერმენტირებული მსხლის წვენი);

შემაგრებული ღვინოები;

სხვა ალკოჰოლური სასმელები.

გამოფენაზე ასევე იქნება მრავალი ღონისძიება, მათ შორის დეგუსტაციები, ფორუმები, მასტერკლასები, ინტერვიუები, სემინარები და ლექციები. ამასთან ერთად ჩატარდება კონფერენციები სხვადასხვა მნიშვნელოვანი, მიმდინარე "ტენდენციების" შესახებ, სადაც პროფესიონალები ისაუბრებენ. როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, გამოფენაზე მთლიანობაში 100-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.

Vinexpo-ზე რამდენიმე სახის ზონას აღმოაჩენთ: Be Spirits-ზე განიხილავენ მიქსოლოგიისა და ალკოჰოლური სასმელების უახლეს ტენდენციებს. La Wine Tech Perspectives მიმართული იქნება სექტორის ინოვაციებსა და ციფრულ შესაძლებლობებზე. La Nouvelle Vague კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეწარმეების, მწარმოებლებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას.

ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ მეღვინეები, არამედ  სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, საცალო მოვაჭრეები, მევენახეები, სასტუმროსა და ბარ-რესტორნების წარმომადგენლები. ღვინოს კი მეღვინეები მთელი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოადგენენ, მათ შორის საქართველოდანაც.

საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მარნები:

"ანემო"

"ასკანელი"

"ბადაგონი"

"მეღვინეობა ბინეხი"

"ბოლერო"

"ეთნო ღვინო"

"ქინძმარაულის ღვინის მარანი"

"თბილღვინო"

"თელიანი ველი"

"კუბლაშვილის მეღვინეობა"

"ვაზისუბნის მამული"

"მეღვინეობა ხარება"

ინფორმაციას დეტალურად Vinexpo Paris 2024-ის ვებგვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული