Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინისა და კერძის შეხამება - forbes

Forbes-მა გასულ კვირაში საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც მკითხველს ქართული რჩეული ღვინოების დახასიათებას სთავაზობს და მათთან ერთად ისეთ ქართულ კერძებზეც წერს, რომლებიც ამ ღვინოებს განსაკუთრებით მოუხდება. პირველ რიგში ქართული სუფრის შესახცებ ვკითხულობთ, ახსენებს ქვევრის ტექნოლოგიასაც და ქართულ ღვინის კულტურას. შემდეგ კი  ჯონათან ნელმსს ესაუბრება, რომელიც ვაშინგტონში “Supra” და “Tabla-ს” ხელმძღვანელობს. 

პირველი ღვინო, რომლის დახასიათებასაც სტატიაში წერენ, არის “ამბრას” ცოლიკოური-ციცქა 2022: “თუ ევროპული სტილის ქართულ ღვინოს ეძებთ, ეს ნამდვილად იდეალური არჩევანია. იგრძნობა ნესვის, თავფლისა და ანანასის არომატები, ფონად კი ფორთოხლის ცედრის, გვირილისა და ქლიავის ნოტებსაც იგრძნობთ მსუბუქ მინერალებთან ერთად” - აღნიშნავს ნელმსი და დასძენს, რომ ნიგვზიანი ფხალი, ნივრით, ოხრახუშითა და ახალი მწვანილეულით შეკმაზული ბროწეულის მარცვლებთან ერთად ძალიან მოუხდება ამ ღვინოს და უფრო მეტად წარმოაჩენს მის მსუბუქ, სასიამოვნო სურნელებს: “მცენარეული, ბოსტნეულისა ფხალეულობის გემოები, რომლებიც ქართული სუფრის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, ძალიან უხდება “ამბრას” ღვინოს კაშკაშა არომატებს.” - ვკითხულობთ Forbes-ში.

შემდეგია “ბაიას ღვინის” ცოლიკოური, 2021 წლის ქარვისფერი ღვინო. ხასიათდება ლიმონის ცედრის, გრეიპფრუტისა და თაფლის არომატებით. ნელმსისთვის ეს ღვინო საუკეთესოა მათთვის, ვისაც ქარვისფერი გემო ახალია. ჭაჭაზე ღვინო 3 თვეს იყო დაყოვნებული, შედარებით მსუბუქია და ჯიშის სიხალისესაც ინარჩუნებს: “ძალიან უხდება ხაჭაპურს, თანაც, ყველანაირს, მეგრულს, აჭარულსა და იმერულს. ამ ღვინის მსუბუქი მჟავიანობა ძალიან უხდება ხაჭაპურის გემოებს. მსუბუქი ტანინების ღვინო არ დაგამძიმებთ. დასავლური ღვინოების სტილი ძალიან კარგად ეხამება დასავლეთის სამზარეულოსაც, რომელშიც წამყვანი ხაზი ხაჭაპურს უჭირავს”.

შემდეგია “შალაურის” 2019 წლის მწვანე, ქარვისფერი ღვინო, რომელიც მეტი სხეულითა და ტანინებითაა გამორჩეული: “მწვანილები, ველური ქლიავი, თაფლი. შალაური ერთ-ერთია შედარებით მცირერიცხოვან ქართველ მეღვინეთაგან, რომლებიც გაყიდვამდე ღვინოს ბოთლებში აძველებენ. ეს მათ ღვინოს უფრო “დამჯდარ” არომატებს სძენს”. აღნიშნავენ სტატიაში და ამ ღვინოს უსადაგებენ ხორციან კერძებს: “ეს ღვინო საკმაოდ “გამბედავია” იმისთვის, რომ ძალიან მოუხდეს ხოხბის, იხვისა და თუნდაც ღორის ხორცს. მე განსაკუთრებით მომწონს იხვის კერძი, რომელიც მაყვლის სოუსითაა გაფორმებული. ვფიქრობთ, კერძი იდეალურად ეხამება “შალაურის” მწვანესა და მის კომპლექსურ არომატებს”.

შემდეგი ღვინოა “ორგოს” საფერავი 2021. ქვევრის ღვინო ალუბლისა და ქლიავის ნოტებითა და დაბალანსებული ტანინებით. ძალიან უხდება საქონლის მწვადს.

შატო მუხრანის” საფერავი სუპერიორი მუხაშია დავარგებული და შავი შოკოლადისა და შავი ჩაის არომატებს წამოსწევს წინ. უხდება საქონლის ხორცის ჩაშუშულს ნიორის, ქინძის, ზაფრანისა და პომიდვრის სოუსთან ერთად. 

ჭოტიაშვილის ვენახების” თავკვერი SB ლიმიტირებული წარმოების ქვევრის ღვინოა, სულ 1500 ბოთლია. ღვინო არის დავარგებული ქვევრში, ჩამოსხმამდე კი 3 თვით მუხაშია დაძველებული. გამოირჩევა მოცვის, წითელი მოცხარისა და კაშკაშა სანელებოლების არომატებით: “ეს ღვინო უხდება ღორის მუცლის კერძებსა და ღომს, რომელიც პოლენტას ქართულ ვერსიას წააგავს. კერძი სასიამოვნო მჟავიანობის თავკვერის მსუბუქ და კაშკაშა არომატებს ძალიან ესადაგება.”

ბოლო რჩეული ღვინო კი “დაქიშვილის” პეტ-ნატია, ქისი, 2021. ღვინოს აქვს სველი ქვის, მსხლის, გრეიპფრუტის, ჯანჯაფილის, თეთრი ყვავილებისა და ტროპიკული ხილის არომატები. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ძალიან უხდება მდინარის კალმახს: “ქისი, თავისი ტროპიკული ხილის დამახასიათებელი ნოტებით, ძალიან კარგად ესადაგება თევზს, განსაკუთრებით კი კალმახს. ეს მის გემოებს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც სრულად Forbes-ში გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული