Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუკა გარგანო: "თუ გნებავთ გაიგოთ, რა არის ნამდვილი ღვინო, უნდა წახვიდეთ საქართველოში!"

საქართველოს სტუმრობს ცნობილი იტალიელი ღვინის ნეგოციანტი, ნატურალური ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქსელის - "ველიერის" მფლობელი და პრეზიდენტი ლუკა გარგანო.
4 ოქტომბერს "კავკასიურ სახლში" "ღვინის კლუბის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ლუკა გარგანომ ისაუბრა თემაზე - "თანამედროვე მსოფლიოში ნატურალური და ინდუსტრიული ღვინის სექტორების განვითარება და ღვინის ბიზნესის პერსპექტივები".
"ველიერის" პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პრიორიტეტული ნატურალური ღვინის წარმოება უნდა იყოს, რადგან აქ ჯერ კიდევ არ მომხდარა მეღვინეობის სრული ინდუსტრიალიზაცია, როგორც ეს ტრადიციული მეღვინეობის სხვა ქვეყნებში შეინიშნება. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ქვეყანამ სწორად გამოიყენოს უნიკალური რესურსები - ვაზის ეროვნული ჯიშები და მეღვინეობის ისტორიული ტრადიციები.
"რასაც ახლა გეტყვით, ამას ვეუბნები ყველას მთელ მსოფლიოში - თუ გნებავთ გაიგოთ, რა არის ნამდვილი ღვინო, უნდა წახვიდეთ საქართველოში - ღვინის სამშობლოში! მხოლოდ საქართველოში შეიტყობთ, რისთვის შექმნა ადამიანმა ღვინო. ქართველებმა კარგად იცით, რომ ღვინო ურთიერთობებისთვის არსებობს, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში ეს ცოდნა დავიწყებულია - ღვინოს მაღაზიაში ყიდულობენ, როგორც რაღაც ნივთს და აღარც ის იციან, რას ყიდულობენ", - აღნიშნა ლუკა გარგანომ.
მისი თქმით, ინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციის პირობებში, ღვინის დამზადების ტექნოლოგიები და ნორმები რადიკალურად შეიცვალა და დღეს ღვინოს ეძახიან "რაღაც სასმელს", რომელიც სინამდვილეში ღვინო აღარ არის. განსაკუთრებული პრობლემაა სელექციური საფუარების გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში. ამ საფუარებს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კომპანიებისათვის მხოლოდ 3-4 მსხვილი ქარხანა ამზადებს. ამ მიზეზით, ბოლო წლების ღვინოები ერთმანეთს ჰგავს და ვეღარ გაარჩევთ, რომელ ქვეყანაშია დამზადებული. თანაც, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სელექციური საფუვრების უმეტესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულია.
"ასეთი მძიმე ვითარების მიუხედავად, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და ვხედავ, რომ ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ღვინის რენესანსი კი მსოფლიოში სწორედ საქართველოდან დაიწყება", – ამბობს ლუკა გარგანო, – "კარგად მესმის სამხრეთ აფრიკელი მეღვინის, რომელიც ღვინოს ამზადებს კაბერნე სოვინიონისგან, რადგან მას მშობლიური ჯიში არა აქვს. საქართველოს კი აქვს რქაწითელი და ეს არის უნიკალური შანსიც და უპირატესობაც მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, რქაწითელის დადუღებისას სელექციურ საფუარს თუ გამოვიყენებთ, მივიღებთ ისეთივე იაფფასიან სასმელს, როგორსაც სხვა ქვეყნების ქარხნებშიც ამზადებენ. ამ გზით რქაწითელის უნიკალურობა და უპირატესობა სრულიად დაიკარგება".
"ველიერის" პრეზიდენტს დიდი ხანია, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა აქვს ნატურალური ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანია "თავადი მაყაშვილის მარანთან". ამ კომპანიის წარმომადგენლის, სოლომონ ცაიშვილის ცნობით, ლუკა გარგანო ქართველ მეგობრებთან ერთად საქართველოშიც დააფუძნებს ფირმას, რომელიც მოიძიებს და ევროპის ბაზარზე გაიტანს საუკეთესო ნატურალურ ქართულ ღვინოებს.
"კავკასიურ სახლში" შეხვედრის დასასრულს "ღვინის კლუბის" თავმჯდომარემ, მალხაზ ხარბედიამ საზოგადოებას აცნობა, რომ ამ დღიდან ლუკა გარგანო კლუბის საპატიო წევრია და მასთან ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

©ღვინის კლუბი/vinoge.com


Shesanishnavia, ver vmalav agprtovanebas, "gvinis klubi" didi siswrafit izrdeba da miiwevs win! kidev upro meti warmatebebi da warmatebebi mamulishvilur saqmeshi!!!


ჯერ არ გახსნილა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი პიროვნება მოიწვიეს, დრო რომ გავა ალბათ ძალიან სერიოზულ განცხადებებს გააკეთებენ. გაიხარეთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში. პატივისცემით, დ. საქორიელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული