Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ეგზოტიკურ სასმელთა ტოპ-ათეული

ერთ-ერთმა საიტმა უამრავი სახეობის ალკოჰოლურ სასმელთა შორის რამდენიმე მართლაც ძალზე ეგზოტიკური სასმლის ათეულის გამოვლენა დაისხა მიზნად. მაშ ასე, გთავაზობთ ყველაზე ეგზოტიკურად აღიარებულ ალკოჰოლურ სასმელთა ათეულს:

სიაში მოხვდა იტალიური წარმოშობის კოქტეილი Cynara scolymus იგივე Cynar, რომლის დასამზადებლადაც 13 სახეობის მცენარე, მათ შორის არტიშოკი გამოიყენება. არტიშოკის კოქტეილის დალევა გაუზავებლადაც შეიძლება, თუმცა მისი მიღება შვეიცარიელებს ფორთოხლის წვენით ურჩევნიათ, ფრანგები კი მას ლუდში ურევენ.

  ჰოლანდიელები იოგურტის ლიქიორს ამზადებენ, რომელსაც კრემისებრი კონსისტენცია აქვს და სახელიც შესაბამისი ჰქვია - Yogurito. საინტერესოა, რომ ეს ჰოლანდიური ლიქიორი საფრანგეთში ისხმება, შემდეგ კი იაპონიაში იგზავნება. იაპონელები, თავის მხრივ, ,,იოგურიტოს” ფორთოხლის ან ანანასის წვენთან აზავებენ და ისე მიირთმევენ ამ კოქტეილს.

  ექსტრემალთათვის ნამდვილი აღმოჩენაა ჩინური მორიელის არაყი. ფერმაში გამოზრდილი მორიელები ხორბლის არაყს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს ანიჭებენ. დახლებზე მოხვედრამდე არაყი დაწმენდის სამთვიან პროცედურას გადის.

  კოქტეილი, რომელსაც ერთობ სახალისო სახელი - Mamajuana ჰქვია, მეორენაირად ,,დომინიკანურ ვიაგრად” არის ცნობილი. მის დასამზადებლად ბალახებისა და ხის ქერქის ნარევი გამოიყენება, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარგდება ღვინოში, თაფლსა და რომში. Mamajuanaერთ-ერთი ყველაზე განთქმული აფროდიზიაკია.

  ცხოვრების თავისუფალი წესებით ცნობილ ჰოლანდიაში მარიხუანას არა მხოლოდ მოწევა, არამედ მისი დალევაც შეგიძლიათ. ამსტერდამის ბარებში ფრიად პოპულარულია ღია მწვანე ფერის ლიქიორი Kierewiet,რომელიც მარიხუანაზეა დაყენებული. ლიქიორის სიმაგრე 14,5% აღწევს.

  კომპანია Alaska Distillery აწარმოებს არაყს, რომელსაც შებოლილი ორაგულის გემო აქვს. ასეთ არაყს, სავარაუდოდ, მისაყოლებელიც არ დაჭირდება.

 ვეგეტარიანელების გულს დაიპყრობს ორგანული ლიქიორი Root. ის შაქრის ლერწმისა და მარცვლეულისგან იხდება. მის შემადგენლობაში აგრეთვე შედის შავი ჩაი, არყის ხის ქერქი, დარიჩინი და ილი. ლეგენდის თანახმად, ამ ლიქიორის რეცეპტი ძირძველმა ამერიკელმა გაანდო კოლონიზატორებს.

   ამერიკული კომპანია Black Rock Spirits ასხამს არაყს, რომელსაც ბეკონის გემო აქვს. საინტერესოა, რომ Bakon Vodka-ს დასამზადებლად აიდაჰოს შტატში მოყვანილი კარტოფილი გამოიყენება.

  მწარე ლიქიორი Diesus Amaro del Frate  ბერების შექმნილია. ამ კლასიკური იტალიური აპერიტივის დასამზადებლად არომატული ბალახები გამოიყენება.

 ალკოჰოლური სასმელი Cópil Licor de Tuna  კაქტუსის ნაყოფისგან იხდება, მისი სახელი კი ერთ უძველეს ლეგენდას უკავშირდება. აცტეკთა გადმოცემით, მთვარის ქალღმერთის შვილი კოპილი დედის სიკვდილის გამო ღმერთ ვიცლიპუცლის დაუპირისპირდა. ბრძოლაში კოპილი დამარცხდა, მისი სისხლით მორწყულ მიწაზე კი პირველი კაქტუსი ამოიზარდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.