Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ტარხუნით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 ცალი ქათმის ფილე, 2 ს.კ. კარაქი, 1 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. გამშრალი ტარხუნა, 100 მლ ვერმუტი, 150 მლ ქათმის ბულიონი, 150 მლ სქელი ნაღები, 2 სირჩა ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ტაფაზე გავაცხელოთ თითო ს.კ. ზეთი და კარაქი, დავაწყოთ ზედ ქათმის ფილე და 5 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან შევბრაწოთ. 1 ს.კ. კარაქი ცალკე გავადნოთ და დავაყაროთ 1 ს.კ. ტარხუნა. ტარხუნიანი კარაქი მოვასხათ ქათმის ნაჭრებს და მოვათავსოთ საცხობ ფორმაში. ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ცხიმში მოვშუშოთ, დავასხათ 100 მლ ვერმუტი, 150 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 150 მლ ნაღები და მოვაყაროთ 1 ს.კ. ტარხუნა, ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ პილპილი, მარილი და ლიმონის წვენი. ქათამი სუფრაზე სოუსმოსხმული მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული