Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიელი მეღვინეები უკრაინის დასახმარებლად

24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეღვინეები მსოფლიოს გარშემო უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარულები არიან.

ავსტრალიური კომპანიები Africola, The Grace Emily Hotel, Ochota Barrels და Worlds Apart Wines ერთიანდებიან და 10 აპრილს უკრაინის მხარდასაჭერ სადილს გეგმავენ. სტუმრებს, ღვინოსთან ერთად, ცოცხალ მუსიკასა და კერძებს შესთავაზებენ.

მთავარი პარტნიორი, რომელიც სასმლით უზრუნველყოფს საღამოს Worlds Apart Wines 5 წლის ლუის და ჰანა სქოფილდების მიერ დაარსებული მეღვინეობაა. მათი თავდაპირველი მიზანი ხარისხიანი ღვინის დაყენება იყო.

რამდენიმე კომპანიის მიერ ორგანიზებულ საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად უკრაინის მხარდასაჭერად გადაირიცხება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალ ღონისძიებასა და აქტივობას შორის, რაც სამხრეთ ავსტრალიაში უკრაინისა და ლტოლვილთა დასახმარებლად იმართება და სამომავლოდაც არაერთია დაგეგმილი.

ნიუ იორკში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია „New York Stands with Ukraine” გაიმართება. საღამოს ადგილობრივი მეღვინეობები და მაღაზიებიც უერთდებიან. მაგალითად, Seneca Lake-ის ღვინის გაერთიანებამ თავისი ყველაზე ცნობილი ღვინის 60 ბოთლი აპრილის საქველმოქმედო საღამოსთვის გადასცა. აქციას ოლი და ოლგა სახნოები უერთდებიან, რომლებიც წარმოშობით უკრაინელები არიან და ნიუ იორკში ღვინის ბარს ფლობენ. ისინი 3 აპრილს 200 სტუმარს უმასპინძლებენ, შესული თანხის 100% უკრაინის დასახმარებელ ფონდებში გადაირიცხება. Seneca Lake-ის ღვინის ორგანიზაცია ამ ღონისძიებაშიც ჩაერთვება. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: “ის, რაც უკრაინაში ხდება დიდი ტრაგედიაა და მადლიერები ვართ რომ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება მოგვეცა. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველას ვინც ახლა იტანჯება და გვინდა მათ ვუთხრათ - ჩვენ მხარს გიჭერთ და ვიცით როგორ მდგომარეობაშიც ხართ. ჩვენ უკრაინისთვის ვერთიანდებით.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული