Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვატიკანი ღვინის მომხმარებელთა შორის მსოფლიო ლიდერია

ორგანიზაცია Wine Institute-ის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს ვატიკანელები სვამენ – ამ ქალაქ-სახელმწიფოს თითო მცხოვრები წელიწადში, საშუალოდ, 74 ლიტრს, დაახლოებით 105 ბოთლ ღვინოს მიირთმევს. როგორც ირკვევა, ფრანგები და იტალიელები ზუსტად ორჯერ ნაკლები რაოდენობის ღვინოს სვამენ, ბრიტანელები კი – სამჯერ ნაკლებს. ვატიკანელების მიერ განსაკუთრებით ბევრი ღვინის მოხმარებას იმით ხსნიან, რომ აქ მცხოვრებნი ხშირად ეზიარებიან, ერთი ყლუპი ღვინის მოსმა კი ამ რიტუალის აუცილებელი ნაწილია. არსებობს სხვა მოსაზრებაც: გამოცემა The National Catholic Reporter-ის მონაცემებით ვატიკანში ძირითადად ზრდასრული, განათლებული მამაკაცები ცხოვრობენ, რომლებიც მარტო არასდროს სადილობენ. ცხადია, მეგობრების წრეში სადილს ღვინოსაც აყოლებენ. სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო აღმოჩნდა ვატიკანი ღვინის მსმელთა შორის პირველ ადგილზე.    

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული