Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური ხილის არყები ქართულ ბაზარზე

საქართველოში ადგილობრივი და, განსაკუთრებით, უცხოელი მომხმარებლის მხრიდან მზარდია მოთხოვნა ნატურალურ პროდუქციაზე, მათ შორის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში. ამას მოწმობს სხვადასხვა ახალი კერძო სუბიექტების დაარსება, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნატურალურ წარმოებას.

სულ ახლახანს ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე ორი ძალიან საინტერესო კომპანია გამოჩნდა. ესენია მაღალი ხარისხის ხილის არყის მწარმოებლები - „რირავო“ და „Fredericus Secundus“. ორივე მათგანის მთავარი სავიზიტო ბარათი და, ამავდროულად, უპირატესობა ნატურალური პროდუქტია, რომელსაც ისინი ქმნიან. 

„რირავო“ ხილის არყებს აწარმოებს ადგილობრივი  მწიფე და ცოცხალი სეზონური ხილისგან, ორჯერადი გამოხდის ტექნოლოგიით, ეს კი საინტერესო არომატულ თავისებურებებს სძენს სასმელს, სადაც მკვეთრად ჩანს ქლიავის, კომშის, ვაშლის, ფეიხოს, კივისა და ხურმის ბუნებრივი, სასიამოვნო არომატები.

„რირავოს“ პროდუქტის რაოდენობა, ჯერჯერობით, საკმაოდ მცირეა. პირველი დასახელებები, რომელიც კომპანიამ უმეტესად, უცხოელი ტურისტების მოთხოვნას მოარგო,  წარმოდგენილია 500 და 200 მლ-იანი სასაჩუქრე შეფუთვით სულ რამდენიმე ღვინის ბარსა და სპეციალურ მაღაზიაში. მიუხედავად ამისა, სასმელი დიდი მოწონებით სარგებლობს ადგილობრივ მყიდველთა შორისაც, ამის დასტურია წარმატებული გაყიდვები. პროდუქციის შეძენა და დაგემოვნება შესაძლებელია თბილისში ღვინის მაღაზიებსა და ბარ-რესტორნებში: Vinomania, Alco Room, Vino Underground, აზარფეშა და სხვ. ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს საწარმო სპეციალურ სერვისსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ათკაციანი ჯგუფებისათვის კომპანიის სასმელების დეგუსტაცია.

ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს საქართველოში Fredericus Secundus–იც ნატურალური ხილის არყების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სასმელები დამზადებულია ადგილობრივი ცოცხალი ხილისგან. კომპანია ახლა იმკვიდრებს თავს ქართულ ბაზარზე და საკუთარ პროდუქციას საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის მოთხოვნებს უთანხმებს.  

Fredericus Secundus–საც ხილის არყების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს და მოიცავს ატმიდან, ვაშლიდა, მსხლიდან, ტყემლიდან, ფეიხოდან, კომშიდან გამოხდილ სასმელს. მათი მოძიება შესაძლებელია ღვინის მაღაზიებში – ვინოთეკა, Vino Underground, ღვინის გალერეა, ღვინის სახლი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, რაბათში, „მესხური ბრენდის“ სპეციალიზებულ მაღაზიაში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ხილის არაყი, რომელსაც ნათენაძეების მარანი აწარმოებს (ჭანჭური, თუთა, შინდი).

აღსანიშნავია ადგილობრივი მეწარმეების მზარდი დაინტერესება ნატურალური მეურნეობით. ამით ისინი ავლენენ მზაობას  მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტის განვითარებისადმი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საზღვარგარეთის ბაზრებზე. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე ბიზნესისა და აგრარულ სფეროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღვივებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



გამარჯობათ, მომეწონა თქვენი პროდუქცია, დიდი სიამოვნებით ვითანამშრობლებდი, გთხოვთ გამომიგზავნოთ პროდუქციის დასახელება და ფასები.....პატივისცემით კახაბერ ვაზაგაშვილი, ქ. ბათუმი ტელ: 555 12 22 05.....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.