Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ელკანა" ძველი ქართული კერძების დეგუსტაციაზე გეპატიჟებათ

 
23-24 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანა" ძველი ქართული კერძების დეგუსტაციაზე გეპატიჟებათ. წარმოდგენილი იქნება პარკოსანი კულტურები, რომლითაც ჩვენი წინაპრები ლობიოს შემოსვლამდე იკვებებოდნენ. მუხუდო, ცერცვი, ძაძა, ოსპი, ბარდა, ცულისპირა... მათგან დამზადებული კერძების გასინჯვა და შეფასება ორი დღის განმავლობაში, 2-დან 5 საათამდე მოხდება. მათ კი, ვისი გემოვნებაც ძველი ქართველების გემოვნებას დაემთხვევა, შეუძლიათ "ელკანას" წევრი ფერმერების მიერ მოყვანილი უძველესი პარკოსნები იქვე შეიძინონ. კერძების რეცეპტები სხვადასხვა ისტორიულ წყაროებსა და წიგნებშია მოძიებული და დაინტერესებულ პირებს ამ რეცეპტებსაც გააცნობენ.
გარდა ამისა, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება "ელკანას" წევრთა სხვა პროდუქციაც: ჩაი, თხილი, ცივი გამოხდით მიღებული ზეთი, ხილის წვენები. ეს ყველაფერი ბიომეთოდებითაა გადამუშავებული და დამზადებული.
დამთვალიერებლები გაეცნობიან სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციებსაც, მათ შორის, "მივიწყებულ კულტურებს," წიგნს, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი უძველესი ქართული პარკოსანი და მარცვლეული კულტურები, ასევე, მათი დამზადებისა და დამუშავების წესები.     
 
© მადიანი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული