Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინული ვაზის ჯიშები და მეღვინეობა რუსეთ-უკრაინის ომის მიღმა

უკრაინაში დიდი ხანია, რაც ღვინოს აყენებენ, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში უფრო და უფრო ხარისხიანი ღვინოები გამოჩნდა. ამაში იგულისმებიან გამოცდილი მეღვინეებიც და ასევე სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ კერძო საკუთრებებში აღმოჩნდა.
ყველაზე საინტერესო მაინც მეღვინეების ახალი თაობაა, რომლებიც მრავალფეროვანი ღვინის ინდუსტრიის შესაქმნელად არაფერს იშურებენ.

ოდესაში Happy Wine-ის მეწარმის სლავა მარიანოვსკის თქმით, სულ მცირე 10 უკრაინელი მაღალი დონისა და სტანდარტების მეღვინეა 89 მთავარი მწარმოებლიდან ქვეყანაში. ისინი ატარებენ ექსპერიმენტებს და უფრო და უფრო უკეთეს ღვინოებს აწარმოებენ. ნაკლოვანებები, მისი თქმით, წლიდან-წლამდე თანმიმდევრულია “დიდი გზაა გასავლელი, რის შემდეგაც ნამდვილად გაჩნდება იმედი და მრავალფეროვნებაც. უკრაინა  თავისი ღვინის ბრენდის შექმნის ადრეულ ეტაპზეა”. 

მეღვნეობის ძირითადი ადგილია შავი ზღვა, რეგიონი კი მდინარე დუნაის სამხრეთ-დასავლეთით ბესარაბიის რეგიონიდან აღმოსავლეთით მდინარე დნეპრამდეა გადაჭიმული. დანარჩენ ვენახებს ძირითადად წინაკარპატების რეგიონში სამხრეთ-დასავლეთით შეხვდებით, ზოგს კი კიევის გარშემო. 

სტატიაში ვკითხულობთ უკრაინულ, ადგილობრივ ვაზის ჯიშებზზეც. Odessa Black, ისევე, როგორც Alibernet- არის საკმაოდ მდიდარი, წითელი სანელებლებისა და მუქი ხილის არომატებით. ის 1950 წელს გამოიყვანეს Alicante Bouschet-ისა და კაბერნე სოვინიონისგან. ავტორი წერს, რომ ის განვითარების ყველაზე დიდი და ძლიერი პოტენციალით გამოირჩევა ადგილობრივ ჯიშებს შორის.

თეთრებში ცნობილია Sukholimansky, არომატული თეთრი ღვინო, რომელიც თეთრი კვირტების, ყვავილების არომატებითა და მაღალმჟავიანოვით გამოირჩევა. სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ უკრაინულ მეღვინეობაში ხშირად გამოიყენება საფერავი, ქართული ვაზის ჯიში. ასევე კაბერნე სოვინიონი, მერლო, კაბერნე ფრანკი, შარდონე, რისლინგი და მუსკატ-ოტონელი. 

ანატოლო მალინოვსკი, ღვინის კონსულტანტი ოდესაში აღნიშნავს, რომ უკრაინული მეღვინეობა საკმაოდ პერსპექტიულია, თუმცა ქვეყანას დიდი დრო სჭირდება, რომ მსოფლიოს ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს და კონკურენტული ღვინოები შექმნას. სტატიას სრულად შეგიძლიათ BusinessDay-ს გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული