Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაყალბევი ჩინური ღვინოები

ნაყალბევი ღვინის ბაზარი ჩინეთში ბოლო დროს საგრძნობლად გაფართოვდა. დღესდღეობით ამ ქვეყანას ღვინის მოხმარების მიხედვით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უჭირავს. ჩინეთის ბაზარზე ღვინის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკას მსოფლიო ბაზარზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ღვინის 5 წამყვანი ბრენდის შემოსავლები ჩინეთში 25%-ით შემცირდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია Chateau Lafite Rotschild, რომლის 2008 წლის მოსავლის ღვინოზე ფასები 2011 წელს 45%-ით დაეცა. ამ მარკის ღვინო ჩინელებს შორის ძალიან პოპულარულია და საუკეთესო საჩუქრადაც ითვლება. Chateau Lafite Rotschild-ის მარკის ერთი ბოთლი ღვინის ფასი დაახლოებით 2000 დოლარია, თუმცა სრული დატვირთვით მუშაობს ღვინის ყალბი ვერსიის ჩამოსასხმელი იატაკქვეშა ხაზიც, რაც კლიენტებს, ცხადია, ძალიან აფრთხობს, რადგან ყალბისმქმნელთა დახელოვნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ძნელი ხდება ორიგინალი და ნაყალბევი ღვინის გარჩევა.

© ღვინის კლუბი/Weekend



ადრე შემხვდა alibaba.com-ზე ვიღაც ჩინელი ყიდულობდა ფრანგულ ღვინის ბოთლებსა და ეტიკეტებს. მთავარი მოთხოვნა ქონდა რომ ეტიკეტი დაუზიანებული ანუ ახალივით ყოფილიყო. გაგიჟდები რა ადამიანი ამ ჩინელების შემხედვარე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული