Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კანონდამრღვევი კომპანია დააჯარიმა.

2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტომ ინფორმაცია მიიღო, რომ უკრაინული კომპანიები   ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას ახდენენდნენ და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ. უკრაინის ბაზარზე იყიდებოდა არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით. ამით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები ექმნებოდა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რაც პირდაპირ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ.

კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს. უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა უკრაინული კომპანიის ქმედებები ცნო „არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის დარღვევად და კომპანიას დააკისრა ჯარიმა 7 010 000 უკრაინული გრივნის ოდენობით. ამასთან ერთად, „კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით  მსგავსი ქმედებების განხორციელება.

აღნიშნულით, უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

ღვინის ეროვნული სააგენტო შემდგომშიც გააგრძელებს ქართული ღვინისა და მისი დასახელებების დაცვის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გატარებას საერთაშორისო ბაზარზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.