Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტოკაის გარშემოვნებათაღელვა არ ცხრება

იტალიელები და სლოვენიელები ჯერ კიდევ ვერ შეგუებიან იმ აზრს, რომ სახელწოდება “ტოკაის” გამოყენების უფლება ჩამოერთვათ. შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი დავის შემდეგ, 2007 წელს უნგრელმა მეღვინეებმა სასამართლოს ძალით მოიპოვეს უფლება, რომ ტოკაი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ტოკაიში მოყვანილი ყურძნისაგან დაწურულ, ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინოს. არადა, სახელწოდება ტოკაი ფრიულანო უკვე ისეთი მშობლიური გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიისა და მისი მეზობელი სლოვენიისათვის, რომ, აკრძალვის მიუხედავად, მრავალი მეღვინე საკუთარ ნაწარმს კვლავ ამ სახელწოდებით მოიხსენიებს. ჯიშის ისტორიულმა დასახელებამ - სოვინიონ ვერტმა ანუ მწვანე სოვინიონმა კანონმდებლები დიდად ვერ მოხიბლა. მათ მიაჩნიათ, რომ სიტყვა “მწვანეს” გამოყენება არც ისე სახარბიელო იქნება, რადგან მათი თქმით, პოტენციურ მყიდველს გაუჩნდება ასოციაცია, რომ ღვინო მკვახე, მწვანე ყურძნისაგან არის დაწურული. ასე რომ, ღვინის სახელის შეცვლის თაობაზე კამათი არ ცხრება.

მეღვინეებს ასეთი ვარიანტიც შესთავაზეს - სიტყვა Tokajშეეცვალათ მისი სარკისებრი ანალოგით, სახელწოდება Jakot-ით. ამბობენ, ეს შემოთავაზება მეღვინეებმა სიხარულით მიიღესო, თუმცა მაინც არ დამტკიცდა. როგორც ჩანს, სახელწოდების ამგვარად შეცვლის კანონპროექტის ავტორზე ბავშვობაში წაკითხულმა ზღაპარმა "მრუდე სარკეების სამეფო" დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ - სახელწოდება ტოკაი ფრიულანო გაამარტივეს და უბრალოდ ფრიულანოთი შეცვალეს. ეს შემოთავაზება ყველაზე მეტად მომგებიანი ფრიულელი მეღვინეებისათვის გამოდგა, რადგან ვაზის ეს ერთ-ერთი წამყვანი ჯიში ასოცირებული გახდება ამ რეგიონთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.