Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კენიგსბერგული გუფთა

პროდუქტები: გუფთისთვის 1 ცალი წინა დღის პური; 1 ჭიქა ცხელი რძე; 6 მაღალი ხარისხის სარდელის ფილე (რბილობი); 2 დიდი პრასი; 1 ს/კ. კარაქი; 1 ლიმნის ცედრა; 500 გ. ბატკნის ხორცის ფარში; 2 კვერცხის გული; მარილი, წიწაკა, მუსკატის კაკალი; 1,5 ლ. ხორცის ნახარში; 2 ხახვი; 1 დაფნის ფოთოლი; 1 ცალი მიხაკი.

სოუსისთვის: 3 ს/კ. კარაქი; 3 ს/კ. ფქვილი; 250 გ. ნაღები; 1 ლიმონის წვენი; 1 მწიკვი შაქარი.

მომზადება: თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ და დავალბოთ ცხელ რძეში. სარდელი და ხახვი წვრილად ავკეპოთ, ხახვი მოვშუშოთ კარაქში. ლიმონი გავრეცხოთ ცხელ წყალში, გავამშრალოთ და ცედრა ავაჭრათ, შემდეგ გამოვწუროთ და სოუსისთვის შევინახოთ. დალბობილი პური გავწუროთ, დავუმატოთ ბატკნის და სარდელის ფარში ხახვთან ერთად და ავზილოთ კვერცხით და ლიმონით, გავუწყოთ მარილი, წიწაკა და მუსკატი. ბოსტნეულის ნახარში მოვადუღოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან, მიხაკთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. სანამ ბულიონი იხარშება, ფარშისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავყაროთ ბულიონში და ძალიან დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 8-10 წუთით, შემდეგ ამოვიღოთ ლანგარზე. მეორე ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ დაახლოებით 200 გ. ბოსტნეულის ნახარში და 2-3 წუთი ვხარშოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ ნარევი, ლიმონის წვენი, გავუწყოთ მარილი და წიწაკა, ასევე სურვილისამებრ შაქარიც. გუფთები ჩავაწყოთ მომზადებულ საწებელში.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული