Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანონსი - ტრენინგი – ბიო (ორგანული) მეღვინეობა – გიორგი ბარისაშვილი

25-26 იანვარს მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი გაუძღვება ტრენინგს ბიო (ორგანული) მეღვინეობა.

• ძირითადი თემებია: მეღვინეობის შესავალი, ადგილობრივი და მსოფლიო მეღვინეობის მიმოხილვა. მსმენელები შეისწავლიან ბიომეღვინეობის ძირითად პრინციპებს. საუბარი შეეხება: რთველსა და ყურძნის სიმწიფეს; ყურძნის გადამუშავებას; ალკოჰოლურ დუღილს; მალოლაქტიკურ დუღილს; მარნის ჰიგიენას; ღვინის გადაღებას; ღვინის დაავადებებს და ნაკლოვანებებს; ასევე ვისაუბრებთ ღვინის სტაბილიზაციაზე და ბოთლში ჩამოსხმაზე, ბიოღვინის დეგუსტაციაზე. 

• ტრენინგზე გაისინჯება ბიო–ღვინის ნიმუში. 

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები. 

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო („ბიო (ორგანული) მეღვინეობა”, ავტორი გიორგი ბარისაშვილი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, სადეგუსტაციო ღვინო, მცირე სადილი (2 დღე).

• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 23 იანვარი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 23 იანვრისა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.