Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სომხური ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გადის

ამერიკელმა ბიზნესმენებმა ვიგენ აკუბიანმა და პოლ ჰობსმა გადაწყვიტეს მსოფლიო ღვინის ბრენდების რუკაზე სომხური ღვინოსაც დაუმკვიდრონ ადგილი. აკუბიანი დარწმუნებულია პროექტის წარმატებაში, რადგან მასში ჰობსიც მონაწილეობს და არა როგორც მრჩეველი, არამედ პარტნიორი. "მისი სახელი ჩვენი საქმის წარმატების გარანტია," - აცხადებს აკუბიანი.
ღვინის ბრენდების ცნობილი შემოქმედი ჰობსი სომხეთს უკვე ეწვია და როგორც პროექტის სომეხი თანაავტორი აცხადებს, მას ისე მოეწონა იქაური ნიადაგი და კლიმატი, რომ მსოფლიო დონის მაღალი ხარისხის ღვინის დასამზადებლად უზარმაზარი პოტენციალიც დაინახა.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ღვინის წარმოება ყურძნის ან ქარხნის შეძენით არ იწყება - ამიტომ კომპანიონები სომხეთში საკუთარ ვენახებს გააშენებენ. აკუბიანი აცხადებს, რომ უკვე შეძენილია მიწები, ტარდება ნიადაგის ქიმიური ექსპერტიზა. ამის შემდეგ გადაწყდება თუ რომელი ჯიშის ვაზს დარგავენ ამ მიწაზე განსაკუთრებული ღვინის მისაღებად. უკვე 2 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, "პირველ ჭიქა ღვინოს ოთხი წლის შემდეგ შევსვამთ, და ის კონკურენციას გაუწევს ცნობილ ბრენდებს, ბაზარზე მისი პოზიციის პროგნოზირებაც საკმაოდ რეალურია, თუმცაღა საერთაშორისო აღიარებისათვის ხანგრძლივი და კოორდინირებული მუშაობა დაგვჭირდება. პირველ რიგში ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა მიიღოს ეს ღვინო და იამაყოს მისით" - ამბობს აკუბიანი.
ცნობისათვის, პოლ ჰობსი მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეთა ათეულშია. მან მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ბრენდი შექმნა, მისი ღვინოები  მეღვინეობით განთქმულ 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 1991 წელს კი მან საკუთარი სამარკო ღვინოც გამოუშვა.
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული