Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრიმატებმა ღვინო 10 მილიონი წლის წინ დააგემოვნეს

ადამიანის წინაპრებს ეთილის სპირტის გადამუშავების უნარი ჯერ კიდევ მიოცენის ეპოქაში განუვითარდათ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მათ ამჟავებული ხილის ჭამა დაიწყეს. ეს აღმოჩენა სანტა-ფეს (აშშ) კოლეჯის მეცნიერებს ეკუთვნით, რომლებმაც 28 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის 17 პრიმატი, შეისწავლეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფერმენტი ADH4, რომელიც ორგანიზმში ალკოჰოლის დაშლას უწყობს ხელს, ადამიანების წინაპრებს მაშინ ჩამოუყალიბდათ, როცა ხიდან მიწაზე ჩამოვიდნენ და ძირს ჩამოცვენილი, დამპალი ხილის ჭამა დაიწყეს. სულ მალე კი მათმა ორგანიზმმა ადაპტაცია განიცადა და ეთილის სპირტი გადაამუშავა. დღეს ალკოჰოლის შეთვისების უნარი, ადამიანის გარდა, შიმპანზეებსა და გორილებსაც გააჩნიათ. ორანგუტანებს კი სხვაგვარი მეტაბოლიზმი ახასიათებთ, რადგან ჯერ კიდევ ხეებზე ბინადრობენ.

ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, თითქოს ფერმენტი ADH4 მხოლოდ ნეოლითის ხანაში განუვითარდათ მიწათმოქმედებს. დღემდე მიჩნეული იყო, რომ ყველაზე ადრეული ხანა, როცა ადამიანი ალკოჰოლს გამოიყენებდა, ჩვ. წ. აღ-მდე მე-7 ათასწლეული იყო. სწორედ ამ პერიოდში თანამედროვე ჩინეთის ჩრდილოეთით მცხოვრებმა ადამიანებმა ხილისა და თაფლისაგან ნაკლებალკოჰოლური სასმელის დამზადება ისწავლეს. ზოგ მეცნიერს კი მიაჩნია, რომ ნეოლითის ხანის მიწათმოქმედებს ბრინჯი, ქერი და სიმინდი სწორედ ალკოჰოლური სასმელების დასაყენებლად მოჰყავდათ, ამ სასმელს კი ისინი ყოველდღიურად მიირთმევდნენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.