Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხული – ლუდის დროა

ლევან სეფისკვერაძე

“ოქტომბერში რომ სანაპიროზე ლუდის დასალევად ჩამოვიდე, ძმაკაცების ყბიდან ალბათ მთელი წელი ვერ ამოვალ. ლუდი ზაფხულში უნდა დალიოს კაცმა” – ამბობს სანაპიროზე, “ყაზბეგის” ლუდის ქარხანასთან პლასტმასის ბოკალით ხელდამშვენებული ბიძაკაცი, რომელმაც ის-ის იყო მოისმინა ბავარიული “ოქტობერ ფერსტის” ისტორია და მაინცა და მაინც არ მოეწონა.
საქართველოში ლუდის სეზონად ზაფხული და მხოლოდ ზაფხული ითვლება და ზაფხულში ჩამოსახმელი, ე.წ. ცოცხალი ლუდის მეგობრებთან ერთად დალევის ტრადიცა ქართველ მამაკაცებში ურყევ წესად იქცა. გამონაკლისი რა თქმა უნდა არც 2010 წლის დამთრგუნველად ცხელი ზაფხულია და წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, გაყიდვების თვალსაზრისით, ე.წ. სანაპიროს, კომპანია “ყაზბეგის” ორ, და “არგოს” ერთი ლუდის გასაყიდი წერტილი ქალაქში უკონკურენტოა. ჩამოსასმელი ლიტრი ლუდის ფასი 1.6-1.7 ლარია, რაც დაახლოებით 10 თეთრით ძვირია შარშანდელ ფასთან, თუმცა ამ შედარებით სიძვირს თბილისელი ლუდის მოყვარულები არად დაგიდევენ და როგორც ჩვენთან საუბარში ლუდის გამყიდველი – კობა ბაქრაძე ამბობს, რამდენი ლიტრი ლუდიც წელს, ივნისის ნახევარში გაიყიდა, შარშან ამ დროს, წელს გაყიდული ლუდის მესამედიც კი ვერ გაყიდეს.
სანაპიროს ლუდის პოპულარობას ხელი ლუდხანებთან გასაყიდმა საეჭვო სისუფთავის პლასტმასის ჭურჭელმაც კი ვერ შეუშალა. 5 ლიტრიანი პლასტმასისაგან დამზადებულ ჭურჭელს სანაპიროზე 1-1.5 ლარად ყიდიან და ნაკლებად ეჭვიანი ადამიანიც კი მიხვდება, რომ ამ ჭურჭელის აბსოლუტური უმრავლესობა მრავაჯერადი გამოყენებისაა. მიუხადავად იმისა, რომ გასაყიდ ჭურჭელს საკმაოდ კარგად რეცხავენ და მისი ყელიდან მყრალი სუნი შეიძლება არ გეცეთ, მაინც მარტივად მიხვდებით, რომ ალაგ-ალაგ შეზნექილი და სახრახნისმოცვეთილი პლასტმასის ჭურჭელის მფლობელი თქვენამდე შესაძლებელია 10 კაცი იყო. მაგრამ როდესაც ძალიან ცხელა და ლუდის შესაძენად რიგში ჩამდგარი ძნელია ჰიგიენაზე “ზედმეტი” ფიქრით დაკავდე. მით უმეტეს, რომ რიგში შენს წინ მდგომ მოუთმენელ სტუდენტებს ჩამოსხმისთანავე გაუვსიათ ბოკლები და ლუდს თვალების მოწკურვითა და არაბუნებრივი ნეტარებით წრუპავენ.
ლუდი, თევზი და შებოლილი ნეკნები... აი სამი რამ, რისი დაგემოვნებიც გამოც ბევრ თბილისელს რაგინდარა ცხელი ზაფხულის დადგომა უხარია. მაგრამ ბევრი ლუდის მოყვარული ამბობს, რომ ბოლო 2 წელია რაც თბილისში შემოტანილი გამოყვანილი თევზის ხარისხმა ძალიან დაიკლო, ფასმა კი მოიმატა. ლუდის მოყვარული ფიზკულტურის მასწავლებელი – ერეკლე ნაბიჯაშვილი ამბობს, რომ იგი შარშან სწორედ ე.წ. ლუდის თევზით (საუბარია ლეშაზე) მოიწამლა და ამის შემდეგ, თევზს მხოლოდ პოპულარული მაღაზიების ქსელში ყიდულობს.
ერეკლე ნაბიჯაშვილი: “სანაპიროზე თევზს აღარასოდეს ვიყიდი. კონსერვანტების და ეგეთი მამაძაღლობების გამოყენება ჩვენებმა უკვე ისე კარგად აითვისეს, რომ შეიძლება გაფუჭებულ თევზს მყრალი სუნი არც ჰქონდეს, მაგრამ შიგნიდან დამპალი იყოს და მოგწამლოს. მე უკვე ჭკუა ვისწავლე და მხოლოდ სანდო მაღაზიებში ვყიდულობ თევზს. მართალია იქ ცოტა ძვრია, მაგრა მოწამვლას ძვირის გადახდა მირჩევნია”
უკვე ვთქვით, ის, რომ თბილისში ზაფხულობით გაყიდვების თვალსაზრისით ჩამოსასხმელი ლუდი უკონკურენტოა, თუმცა წელს ახალი ტენდენციებიც გამოიკვეთა. მაგალითად, “თაღლაურას” რესტორნების ქსელში გვითხრეს, რომ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ კლიენტები, რომლებიც უმეტესად გერმანული ან ჰოლანდიური წარმოების ბოთლის ლუდს ითხოვენ მაშინ, როდესაც “თაღლაურას” ქსელში საკმაოდ საინტერესო ჩამოსახმელი ლუდი იხარშება, რომლის ფასი საშუალოდ 3.5 ლარია. ამ ტენდენციას ბევრი სხვა რესტორნისა თუ ლუდხანის მომსახურე პერსონალი განსაკუთრებულად არ დაჰკვირვებია, თუმცა ვაკეში მდებარე ლუდხანა “შვეიკში” ბოლო დროს ხშირად ითხოვენ ბოთლის ჩეხურ ლუდ “სტაროპრამენს”. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბარში ჩამოსახმელი “სტაროპრამენიც” აქვთ. საერთოდ, ბოთლის ლუდისადმი ინტერესი მარტო საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში განუხრელად იზრდება.
უკანასკნელი წლების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ალკოჰოლურ სასმელებს შორის ლუდის პოპულარულობა იზრდება და მისი მოხმარება წელიწადში საშუალოდ 10-15%-ით იმატებს. მაგრამ რაც მეტია ლუდის გაყიდვა, მით უფრო თვალში საცემად უარესდება მისი ხარისხი. თავის დროზე, როდესაც იმპორტირებულ ლუდზე საბაჟო გადასახადი 15%-იდან 5%-მდე შემცირდა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ეს ერთგვარი სტიმული გახდებოდა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რათა კონკურენტულობის ასამაღლებლად, თავიანთი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ. სამწუხაროდ, ჩვენში უკვე ფართოდ დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ ბიზნესი მუშაობას მაღალი ხარისხის პროდუქციით იწყებს, დროთა განმავლობაში კი ნაწარმის ხარისხს აუარესებს.
რაც შეეხება კონკრეტულად ქართული წარმოების ბოთლის ლუდებს, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს ორმა მთავარმა ქართულმა ლუდის კომპანიამ – “ყაზბეგმა” და “ნატახტარმა”, რომელთა ბრძოლა ქართულ ლუდის ბაზარზე პირველობისათვის 5 წელიწადზე მეტია გრძელდება, მრავალი ახალი დასახელებისა და ტიპის ლუდი შესთავაზეს მომხმარებლებს. ქართული ბოთლის ლუდის ხარისხი ხშირ შემთხვევაში კრიტიკას იმსახურებს, თუმცა კომპანიების მხრიდან პროდუქციის მრავაფეროვნებისაკენ გეზის აღება უდავოდ მისასალმებელია. დღეს ქართული კომპანიები მომხმარებლებს მრავალგვარი დასახელების, ტიპისა და მახასიათებლების მქონე ლუდებს სთავაზობენ. წარმოგიდგენთ ქართული ბოთლის ლუდების ზოგად დახასიათებას.
 
ყაზბეგი პლატინა" შერეული ლუდის ტიპის ქაფიანი ლუდი. იწარმოება 2007 წლიდან.შემადგენლობა: ბრინჯი, ალაო, სვია, წყალი, ტეკილას ნატურალური არომატიზატორი.ისხმება 0,5 ლიტრიან მაღალ ალუმინის ბოთლებში.ალკოჰოლის შემცველობა - 4,8% (მოცულობითი).მჟავიანობა - 1,1-1,8 მდე.ნახშიროჟანგის მასური წილი-არანაკლებ 0,5 –ისა. სიმკვრივე-12%. ტექნოლოგია: დამზადებულია ბრინჯისაგან დარბილებული წყლით, სვიით და ალაოთი. შეიცავს ტეკილას არომატიზატორს. ფასი 1.4-1.6 ლარი
ოქროს ყაზბეგი. პილზენის ტიპის ღია ფერის ქაფიანი ლუდი. გამოხატული ლიმნის არომატით. იწარმოება 2006 წლიდან. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, ბრინჯი, ლიმნის ნატურალური არომატიზატორი. ისხმება 0,5 ლიტრიან შუშის ბოთლებში.ალკოჰოლის შემცველობა არანაკლებ - 4,7 %-ისა (მოცულობითი). მჟავიანობა - 1,6-დან 2,5 მდე.ნახშირორჟანგის მასური წილი - არანაკლებ 0,5%-ისა.სიმკვრივე - 11,7%. დამზადებულია ღია ფერის ალაოთი, დარბილებული წყლით, სვიით, ბრინჯით, ლიმნის არომატიზატორით. მზადდება ერთხარშვიანი მეთოდით. ფასი 1.5 ლარი
ყაზბეგი. პილზენის ტიპის ღია ფერის ქაფიანი ლუდი. იწარმოება 1994 წლიდან.  შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი.ისხმება 0,5 ლიტრიან ევრო და მაღალ შუშის ბოთლებში, ალუმინის  ქილაში და 2 ლიტრის ტევადობის პეტებში. ასევე 30 და 50 ლიტრის ტევადობის კასრებში. ალკოჰოლის შემცველობა არანაკლებ - 5,1 %-ისა. მჟავიანობა-1,6-დან 2,5-მდე. ნახშიროჟანგის მასური წილი-არანაკლებ 0,5%-ისა. სიმკვრივე-12,5%. ტექნოლოგია: მზადდება ერთხარშვიანი ან დაყოვნებითი მეთოდით. Fასი 1.4 ლარი
ლუდი “ნატახტარი”. “ნატახტარი” ალაოსა და ნატახტარის წყლისგან დამზადებული ლუდია.შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, საწყ. ექსტ. 12%, ალკ. მოც. წილი 4,5%, ენერგეტიკული ღირებულება 44კკალ/100გრ
იწარმოება 2005 წლიდან. ისხმება 0.5 ლიტრიან მინის ჭურჭელში და 1.5-2 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში. ფასი 1.5-3.7 ლარი (ჭურჭელის ტევადობის მიხედვით)
ყაზბეგი-ტრადიციული პილზენის ტიპის ღია ფერის ქაფიანი ლუდი. იწარმოება 2002 წლიდან. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი. ისხმება 0,5 ლ. შუშის ბოთლებში. ალკოჰოლის შემცველობა - არანაკლებ 4,9 %-ისა. მჟავიანობა - 1,8-დან 3,1-მდე.ნახშიროჟანგის მასური წილი - არანაკლებ 0,4%-ისა. ტექნოლოგია: დამზადებულია ღია ფერის ალაოთი, დარბილებული წყლით, სვიით. მზადდება ერთხარშვიანი ან დაყოვნებითი მეთოდით. ფასი 1.6 ლარი
ლუდი “ტრიდე”. ამ ბრენდის სახელი განსხვავებულია – “ტრიდე” ნიშნავს სამ განზომილებას და ეს ხაზს უსვავს ლუდის მოხმარების ახალ სტილს. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, ალკოჰოლის მოცულობითი წილი 4,5%, ენერგეტიკული ღირებულება 44 კკალ/100გრამი. ფასი 1.4-1.6 ლარი
კასრის ლუდი. პილზენის ტიპის, ღია ფერის ლუდი. იწარმოება 1994 წლიდან. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი.ისხმება 30 და 50 ლიტრის ტევადობის კასრებში. ალკოჰოლის შემცველობა არანაკლებ 5,1%-ისა  (მოცულობითი). მჟავიანობა - 1,6-დან 2,6-მდე. ნახშიროჟანგის მასური წილი - არანაკლებ 0,45 %-ისა. სიმკვრივე - 12,5 % მზადდება ერთხარშვიანი ან დაყოვნებითი მეთოდით. ფასი 45-65 ლარი (ჭურჭელის ზომის მიხედვით)
ლუდი “ეფეს” თურქული ლუდის ქართული ანალოგი - ეფეს პილზნერი არის ლუდი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ ლუდს. პილზნერის ტიპის ლუდის გემო, ოქროს ფერითა და რბილი ფაქტურით. შემადგენლობა: წყალი, ალაოს ნახშირი, ბრინჯი და სვია. ბაზარზე 2009 წლიდან. ფასი 16-1.8 ლარი
ლუდი ჰერცოგი. პილზენის ტიპის ღია ფერის ქაფიანი ლუდი. იწარმოება 2005 წლიდან.შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი.ისხმება 0,5 ლიტრიან. ევრო და მაღალ შუშის ბოთლებში, ალკოჰოლის შემცველობა 5,1 %.მჟავიანობა-1,6-დან 2,5-მდე.ნახშიროჟანგის მასური წილი 0,5%. სიმკვრივე-12,5%. ტექნოლოგია: დამზადებულია  ალაოთი, დარბილებული წყლით, სვიით. მზადდება ერთხარშვიანი ან დაყოვნებითი მეთოდით. ფასი 1.6-1.9 ლარი
ლუდი “ნატახტარი ქარვა” ღია ფერის მსუბუქი ლუდი. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, ალკოჰოლი 4,5%, ბაზარზეა 2009 წლიდან. ფასი 1.7 ლარი
ლუდი “ნატახტარი ექსტრა”. ლუდი  “ნატახტარი ექსტრა” გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით, რომელიც მიიღწევა ინგრედიენტების შეცვლილი პროპორციით. კერძოდ კი, ალაოს გაზრდილი რაოდენობა არის მაღალი ალკოჰოლის საფუძველი.შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, ალკოჰოლი წილი 8%,ბაზარზე 2010 წლიდან. ფასი 1.7-1.9 ლარი
თბილისი. ღია ფერის ქაფიანი ლუდი. იწარმოება 2005 წლიდან. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი. ისხმება 0,5 ლიტრიან მაღალ შუშის ბოთლებში და 0,5 ლიტრიან ალუმინის ქილაში. ალკოჰოლის შემცველობა - 4,8 %. მჟავიანობა - 1,6-დან 2,6 მდე.ნახშიროჟანგის მასური წილი - არანაკლებ 0,5 %-ისა. სიმკვრივე - 12%. იხარშება ერთხარშვიანი ან დაყოვნებითი მეთოდით. ფასი 1.5 ლარი
პორტერი. მუქი ფერის ქაფიანი ლუდი კარამელის არომატით. იწარმოება 2001 წლიდან. შემადგენლობა: ალაო, კარამელიზებული ალაო, სვია, წყალი.ისხმება 0,5 ლიტრიან მაღალ შუშის ბოთლებში.ალკოჰოლის შემცველობა 5,8 %
მჟავიანობა - 2-დან 3,0-მდე. სიმკვრივე - 15,0%. ტექნოლოგია: დამზადებულია მაღალხარისხიანი ალაოთი, კარამელიზებული ალაოთი. Mზადდება დაყოვნებითი მეთოდით. ფასი 1.8-2 ლარი
ლუდი “ნატახტარი კასრის”. ე.წ. ცოცხალი, ჩამოსასხმელი ლუდი..შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, ალკოჰოლის მოცულობითი წილი 5.2%, ბაზარზე 2009 წლიდან. ფასი 1.5-1.7 ლარი
ლუდი თოფაძე. ღია ფერის ლუდი. იწარმოება 2005 წლიდან. შემადგენლობა: ალაო, სვია, ბრინჯის ბურღული, წყალი. ისხმება 0,5 ლიტრიან შუშის ბოთლებში. ალკოჰოლის შემცველობა 4,5 %. მჟავიანობა -1,8-დან 3,1-ის ჩათვლით. ტექნოლოგია: დამზადებულია ღია ფერის ალაოთი, დარბილებული წყლით, სვიით. მიეკუთვნება ღია ფერის ქაფიან ლუდებს. მზადდება ერთხარშვიანი ან  დაყოვნებითი მეთოდით. ფასი 1.6.-1.8 ლარი
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული