Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“სამეფო კარის თამაშების” ღვინო

საქვეყნოდ აღიარებული სერიალის - “სამეფო კარის თამაშების” - ერთგულმა მაყურებელმა ცხარე ცრემლით გამოიტირა უამრავი პერსონაჟი – მამაცი გმირები თუ ბოროტი გრძნეულები. სულ მალე მათ საშუალება ექნებათ, დარდი სწორედ ამ სერიალის სახელწოდებით შთაგონებული ღვინით გაიქარვონ.

ჯორჯ მარტინის რომანმა, რომლის ეკრანიზებასაც ამერიკული ტელეკომპანია HBO ახორციელებს, უამრავ მოდურ ტრენდს ჩაუყარა საფუძველი. მისი მიხედვით იქმნება ტანსაცმელი, კულინარიული წიგნები, თამაშები და ა.შ. სიახლეს არც ავსტრალიური კომპანია Common Ventures  ჩამორჩა და ღვინის ახალი ხაზი - Wines of Westeros - გამოუშვა. კოლექციაში 12 სახის ღვინოა გაერთიანებული – ექვსი წითელი და ექვსიც თეთრი და ყველა მათგანი ჯორჯ მარტინის გამოგონილ სამყაროსა და მის გმირებს ეძღვნება.

Common Ventures-ის წარმომადგენლის თქმით, წითელი ღვინოები სასტიკ და უმოწყალო, თეთრი კი – ცბიერ და იდუმალებით მოცულ პერსონაჟებს ეძღვნება. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ წითელი ღვინოები – 2014 წლის პინო ნუარი - ლანისტერებმა და ბარათეონებმა დაისაკუთრეს.

2014 წლის მერლოსაგან დაწურული წითელი ღვინო დოთრაკიელების სახელს ატარებს. ამ ღვინის შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ სასმელი “კიდევ უფრო გაამძაფრებს ჩვენს ცხოველურ ინსტინქტებს და საკუთარი ხალისის აღმოჩენაში დაგვეხმარება”. მარტელების გვარს 2014 წლის კაბერნე სოვინიონი წარმოადგენს, ღამის გუშაგებსა და ტარგარიენებს კი – შირაზი. თეთრი ღვინოები გადაინაწილეს თეთრმა მავალებმა, ველურებმა და ტაირელების, გრეიჯოებისა და სტარკების გვარებმა.  

ამ ღვინოების ერთი ბოთლი 20 დოლარი ეღირება. ეტიკეტზე სასმელის რაოდენობა ორიგინალურად იქნება აღნიშნული – 750 მლ-ის ნაცვლად ეწერება 7,5 სტანდარტული თასი. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ ღვინოებს სერიალის მე-5 სეზონის გამოსვლამდე გაყიდიან. ახალ სეზონს კი მაყურებელი 2015 წლის გაზაფხულზე იხილავს. თუმცა, დრო რომ არ დაკარგოთ, მანამდე შეგიძლიათ სასმელი წინასწარ დაჯავშნოთ საიტზე www.thewinesofwesteros.com.    

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული