Home
ქართული | English

მულტიმედია

მოშუშული კალმარები პორტუგალიურად

 
მასალა:
1 კგ. კალმარი
500 გ. კართოფილი
100 გ. ბარდა
1 ხახვი
3 პომიდორი
6 კბილი ნიორი
1 მუჭი დაჭრილი ნუში
2 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა (დაფქვილი)
2 დაფნა
2 ტოტი ქონდარი
ოხრახუში
ერთი დიდი ჭიქა თეთრი ღვინო
ზეითუნის ზეთი
პილპილი და მარილი

 
მომზადება:
კარგად გამოწმინდეთ, გარეცხეთ კალმარები, დაჭერით თითის ზომაზე გრძელ ნაჭრებად, ჩადეთ თიხის ან თუჯის დიდ ჭურჭელში, დააყარეთ ორი სავსე კოვზი წიწაკა, ორი დაფნა, ორი ტოტი ქონდარი, კარგად მორწყეთ ზეითუნის ზეთით და დაასხით მშრალი ღვინო, შემოდგით დაბალ ცეცხლზე. ამასობაში ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და პომიდორი ცოტა ზეითუნის ზეთში და კალმარებს დაუმატეთ პილპილითა და მარილით. შემდეგ ჩაყარეთ საშუალო ზომაზე დაჭრილი კარტოფილი და ბარდა, დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 20 წუთი. გათავისუფლებულ ტაფაზე მოხალეთ წვრილად დაჭრილი ნუში, შემდეგ დანაყეთ 6 კბილ ნიორთან და ქვაბიდან დამატებულ ცოტა კალმარის ბულიონთან ერთად, ფაფასავით რომ გახდება, ჩაამატეთ კალმარებს.
გასინჯეთ და ჩაამატეთ თუკი რაიმე აკლია თქვენი გემოვნებით, მაგალითად ოხრახუში, აჯიკა, ძმარი მარილი ან პილპილი. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი და კერძი მზად იქნება.
 
© WALLON
თემა:


mag kerZis namdvili suraTi ager gaxlavT
da SegiZliat chasvaT Tu amis SesaZlebloba iqneba

http://i073.radikal.ru/1002/c1/a469cf9f97ba.jpg



va ar dajda?
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i073.radikal.ru/1002/c1/a469cf9f97ba.jpg[/IMG][/URL]



aba ase
[URL=http://radikal.ru/F/i073.radikal.ru/1002/c1/a469cf9f97ba.jpg.html][IMG]http://i073.radikal.ru/1002/c1/a469cf9f97bat.jpg[/IMG][/URL]



mokled verafriT foto ver Cavsvi



დიდი მადლობა, ახლავე გამოვცვლი ფოტოს :)

არქივი

მარტი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?: