ჯულია ჰარდინგი, ღვინის ექსპერტი და ცნობილი სპეციალისტი JancisRobinson-ზე, ერთ-ერთ ცნობილ გამოცემაში სტატიას აქვეყნებს. ამ სტატიაში განიხილავს მსოფლიო ღვინის წარმოების შემცირებას, რომელიც უკავშირდება ექსტრემალურ ამინდის მოვლენებს, Premier Cru ღვინის ტენდენციას ბურგუნდიში და გადასახადების ზრდას. ჯულია ჰარდინგი საქართველოში იმყოფებოდა გასულ შაბათ-კვირას, როდესაც საპროტესტო აქციებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების შემდეგ დაიწყო, 2023 წელს ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულმა არჩევნებმა კრიზისი გამოიწვია. სტატიაში ჰარდინგი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ქართველ ღვინის მწარმოებლებსა და მომხმარებლებზე.
რუსეთმა 2006-2013 წლებში ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა, მწარმოებლებმა აქტიურად დაიწყეს ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და ექსპორტის გაფართოება ევროპაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში. 2023 წლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა გაამარტივა ვაჭრობის პროცესები, რამაც ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდას. მაგალითად, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ექსპორტის რეკორდული რაოდენობა მიაღწია. თუმცა, ექსპორტის 66% მაინც რუსეთში ხორციელდება დაბალი ფასებით. ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ამერიკის ბაზრები პატარა მწარმოებლებისთვის ხარისხზე ფოკუსირებისა და მაღალი ფასებით გაყიდვის შესაძლებლობას წარმოადგენს: “თუ საქართველო ევროკავშირის გაწევრიანების გზიდან გადაუხვევს, მწარმოებლებისთვის ექსპორტი გართულდება, ხოლო მომხმარებლები ნაკლებად მრავალფეროვან არჩევანს მიიღებენ.” - ვკითხულობთ სტატიაში.
“ეს მხოლოდ ღვინის ინდუსტრიას არ ეხება,” - აცხადებს ქართული ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი თინა კეზელი. “ეს არის ნამდვილი სახალხო პროტესტი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. საქართველომ შექმნა ღვინის კულტურა და გაუზიარა მსოფლიოს. ახლა კი მის თავისუფლების სიყვარულს ავიწროებენ.”
გარდა ამისა, სტატიაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც არის საუბარი. მაგალითად, 29 ნოემბერს ბურგუნდიის ღვინის ასოციაციამ მაკონეში ოთხი ახალი Premier Cru დაამტკიცა: Les Mûres, Les Longeays, Les Pétaux და Les Quarts. Premier Cru სტატუსი ნიშნავს მოსავლის ხელით აღებას, წარმოების შეზღუდვას და ვაზის პესტიციდების გარეშე მოყვანას. ამჟამად მაკონეში 26 Premier Cru ვენახია, თუმცა ჯერ Grand Cru არ არის.
გარდა ამისა, მსოფლიო ღვინის წარმოებამ 2024 წელს 227-235 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 2%-ით, ხოლო ბოლო ათწლეულის საშუალოსთან 13%-ით ნაკლებია. 63 წლის განმავლობაში, 1961 წლის შემდეგ წლევანდელი წელი მესამედ არის ყველაზე მცირე წარმოება, რაც კლიმატური ცვლილებების შედეგია.
13 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის მთავრობამ ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ალკოჰოლის მოხმარების შემცირების მიზანს ემსახურება. სამი სცენარი განიხილება: 1. აქციზის გადასახადი გაიზრდება 11%-დან 16%-მდე საშუალო საცალო ფასის საფუძველზე, რაც ნიშნავს ალკოჰოლური სასმელზე ერთნაირი ფიქსირებული პროცენტიულ ზრდას, შედეგი კი ამის იქნება ის, რომ ღვინის საერთო ფასი მოიმატებს და განსაკუთრებით უარყოფითად ეს დაბალი ღირებულების ღვინოზე იმოქმედებს.2. “ზრდა ინფლაციის +4%-ის გათვალისწინებით. ანუ გადასახადი დარეგულირდება ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით დამატებით 4%-იანი ზრდით. რაც ითვალისწინებს ცხოვრების ხარჯების ზრდას და დამატებით ტვირთს აკისრებს მომხარებლებს. ეს დროთა განმავლობაში ღვინის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის” - წერს ავტორი, ხოლო მესამე სცენარი არის გადასახადის განსაზღვრა სასმელში ალკოჰოლის პროცენტული შემცველობის მიხედვით (ABV) სისტემა, რომელიც ალკოჰოლის პროცენტულობას ეფუძნება. 0.5%-დან 4.5%-მდე: ცვლილება არ განხორციელდება. ( გადასახადი დარჩება უცვლელი). 4.5%-დან 9%-მდე: გადასახადი გაიზრდება 40%-ით. 9%-დან 16.5%-მდე: გადასახადი გაიზრდება 80%-ით. ღვინის უმეტესობა განეკუთვნება 9%-16.5%-იან abv დიაპაზონს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კატეგორია ყველაზე მეტად დაზარალდება გადასახადის ზრდით. დაბალი ალკოჰოლის შემცველობის ღვინოებზე გავლენა ნაკლები იქნება.
სამხრეთ აფრიკის ღვინის ინდუსტრია უკვე რთულ მდგომარეობაშია: 43% მწარმოებლებისა არ მუშაობენ მოგებაზე, ხოლო მხოლოდ 8%-სთვის არის მომგებიანი.
ხელისუფლების ამ ცვლილებებმა, განსაკუთრებით ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ღვინოებზე გადასახადის მკვეთრმა ზრდამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ინდუსტრია და გაზარდოს უკანონო ალკოჰოლური პროდუქციის გაყიდვები, რაც ამჟამად სამხრეთ აფრიკაში არც ისე უცნობი რამაა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი