გამოქვეყნებულია: 28 თებერვალი, 2014 - 17:18
30.00 ლარი
ეს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო მოშინდისფრო ალუბლისფერით ხასიათდება. თავიდან სურნელი შედარებით ჩაკეტილი აქვს, თუმცა თუკი კარგად ვასუნთქებთ ღვინოს, ცხადად დავინახავთ ახლადდაკრეფილი კენკრის დახვეწილ არომატებს (შავი მოცხარი, მოცვი), რომელიც დაგემოვნებისას კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება და მოგვიანებით ამ სურნელებს მუხის მძლავრი შენაკადი უერთდება და კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის გემოს. ძლიერი ღვინოა (14%), შენახვის დიდი პოტენციალით. დალევამდე აუცილებლად საჭიროებს დეკანტირებას.
© ღვინის კლუბი /Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი