Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2016 – პირველი თვე

უკვე ერთი თვეა რაც საქართველოში რთველი დაიწყო. 27 აგვისტოს დედოფლისწყაროს სოფლების მაცხოვრებლები, ტრადიციულად, პირველები იყვნენ, ვინც ყურძენი დაკრიფეს თავიანთ ვენახებში. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის კი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაება აქტიური რთველის პროცესში. კახეთის რეგიონში დრეისთვის გადამუშავდა  76 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 41 ათასი ტონა რქაწითელი, 30 ათასი ტონა საფერავი,  2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი (2,1 ათასი ტონა) სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სამწუხაროდ, რთველის მონაცემებში ისევ (როგორც შარშან და შარშანწინ) არაა გამოყოფილი ის ე.წ. „სხვა“ ჯიშები.

ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 65  მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24,8 ათასი ტონა, ყვარელი - 17,5  ათასი ტონა, თელავი - 16,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,1 ათასი ტონა, ახმეტა -  1,1 ტონა და საგარეჯო  -  937. საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონის ზემო სოფლებში, ასევე ახმეტის რაიონის სოფლებში რთველი ახლა შედის ძალაში. 

რთველი ასევე დაიწყო ქართლში და იმერეთშიც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.