Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ექსპორტის კლების ტენდენცია შესუსტდა

ქეთევან ადეიშვილის ფოტო

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 2015 წლის იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13 706 653  ბოთლი (0.75) ღვინო, რაც თანხებრივად 39 425 552 აშშ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება 2012 და 2013 წლების ამავე პერიოდის მონაცემებს და მკვეთრად ჩამოუვარდება გასული წლის გაყიდვებს. ამავე ტენდენციას ავლენს ცალკეული თვეების სტატისტიკაც.

2015 წლის პირველი ორი კვარტლის სტატისტიკის მიხედვით, გამოიკვეთა ბაზრები, სადაც შენარჩუნდა გაყიდვების სტაბილური განვითარების ტენდენცია, მათ შორის, ბაზრები, სადაც  გაყიდული პროდუქციის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. თუმცა კვლავაც უდიდეს პრობლემად რჩება მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების შემცირების ტენდენცია, რამაც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იჩინა თავი. 

იმ პირობებში, როცა რუსეთსა და უკრაინაში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მასშტაბები მცირდება, გააქტიურდა რამდენიმე სტრატეგიული ბაზარი - ჩინეთი, ჰონგ-კონგი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი. გარდა ამისა, დიდ ბაზრებზე კრიზისი იმითაც კომპენსირდება, რომ მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ საექსპორტო სახელმწიფოების რაოდენობა და, შესაბამისად, ქართული ღვინის მსოფლიო დაფარვა, გაორმაგდა. თუკი იანვარში ქართული ღვინო 16 სახელმწიფოში გადიოდა ექსპორტზე, ივნისის ბოლოსთვის ის უკვე 33 ქვეყანაში იყიდება. 

საექსპორტო ბაზრებს შორის მკვეთრი, თანმიმდევრული ზრდის ტენდენცია აჩვენა ჰონგ-კონგმა (230 %), კანადამ (159 %), აშშ-მ (61 %), დიდმა ბრიტანეთმა (33 %). ეს ციფრები განსაკუთრებული ინტერესის საგანი იმიტომაც ხდება, რომ რუსეთის ემბარგოს გაუქმების შემდეგ მთელი ყურადღება კონცენტრირებული იყო ერთი ბაზრისადმი, ისეთმა სახელმწიფოებმა კი, როგორიცაა აშშ და ჰონგ-კონგი, შესამჩნევი კლება აჩვენა, პირველმა მათგანმა 14 %-იანი, მეორემ - 54 %-იანი. 

სტაბილურად მზარდია გაყიდვები ქართული ღვინის სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა ბაზრებზე - ჩინეთში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში (ლიტვა, ესტონეთი). 

თითქმის, არ შეცვლილა საექსპორტო ბაზრების ხუთეული - რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი, სადაც, ბელორუსის ადგილი პოლონეთმა დაიკავა, ყაზახეთმა კი გაყიდვებით უკრაინას გადააჭარბა. 

რაც შეეხება, დაგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ხვანჭკარას გაყიდვებმა იკლო და ნახევრად ტკბილი ქინძმარაულისა და დაბალი საფასო სეგმენტის პოპულარული წინანდლის გვერდით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ ცნობილი დასახელება - მუკუზანი დაფიქსირდა. 

საერთო ჯამში, ღვინის ექსპორტმა 2015 წლის პირველ 6 თვეში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 49 %-ით დაიკლო. თუმცა, ამ მხრივ, უდაოდ დამაიმედებელია კლების ტენდენციის მკვეთრი შესუსტება.  

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ღვინის მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე მიმდინარე ეკონომიკური კრიზისისა და ექსპორტის შეუქცევადი კლების მიუხედავად ღვინის სექტორი აქტიურად მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციაზე.

დივერსიფიკაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორში აისახება, უპირველესად, ექსპორტის კლების ტენდენციის შესუსტებაში, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და სტრატეგიული ბაზრების განვითარების შედეგი იყოს.  

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ექსპორტის ზრდის ტენდენციას, განსაკუთრებით, ის ბაზრები ავლენს, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სტრატეგიულ სახელმწიფოებადაა დეკლარირებული. ესენია:

•    ჰონგ-კონგი და ჩინეთი, სადაც ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას, უძღვება ღვინის მაგისტრი - დებრა მეიბურგი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი, მაია ცქიტიშვილი. 

•    აშშ - სადაც აღნიშნულ კამპანიაში ჩართულია ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი.

•    დიდი ბრიტანეთი - ბრიტანეთის ბაზრის შესახებ საქართველოს კონსულტაციებს უწევდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი ავტორი - რობერტ ჯოზეფი. 

•    პოლონეთი - პოლონეთის პროფესიულ წრეებსა და ახალგაზრდებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 2015 წელს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე საინტერესო დეგუსტაცია მოეწყო. 

სახელმწიფოს აქტივობის გარდა, ბაზრის დივერსიფიკაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ღვინის კომპანიებს, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა უკვე ემბარგომდე გააცნობიერა ცალკეულ ბაზრებზე დამოკიდებულების რისკები, ნაწილი კი ახლა ცდილობს ახალი გზების გაკვალვას. 

© საქართველოს ღვინის კლუბიღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.