Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიალოგი - მცირე მარნების ანთოლოგია (123)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- მარანი „დიალოგი“ - საქ პატენტის მიერ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი „DIALOGI Georgian Wine“ - წარმოადგენს მცირე მარანს სოფელ ჯუნეწერში, ლანჩხუთი, გურია. იდეალური ლოკაცია - მთავარი თბილისი ბათუმის საგზაო მაგისტრალიდან რამოდენიმე წუთში, გურიის, სამეგრელოს და იმერეთის ვენახებიდან  საკმაოდ ახლოს, უახლოესი ზღვის კურორტებიდან 30 კმ-ში. მე სერგო ბარამიძე, მარნის დამფუძნებელი  ვყიდულობ ყურძენს მცირე მევენახეებიდან ვინც დღემდე გოგირდს და ბიო პრეპარატებს იყენებს 1 -იდამ 2 ტონამდე ყურძნის საწარმოებლად და თვითონ ვერ ახერხებს ღვინის დაყენებას(გამონაკლისის სახით მხოლოდ ოჯახის მოხმარებისთვის დაყენებულ ღვინოს რომ აწარმოებენ). მაქვს შეთნხმება ზოგიერთ მცირე მევენახეებთან მიღებული ღვინის გაყოფასთან დაკავშირებით მოწოდებული ყურძნის  და კონტრ ეტიკეტზე მათი ვენახის ლოკაციის და მევენახის სახელის და გვარის განთვსების სანაცვლოდ, რაც მათი ღვინის ტურიზმის განვითრების ცნობიერების ამაღლებისთვის კარგი შესაძლებლობაა. ასევე DIOALOGI Georgian Wine ბრენდის ქვეშ ვგეგმავ ღვინის ტურების განხორციელებას საქართველოს მაშტაბით, სწორედ რომ მცირე მევენახეების და მარნების პოპულარიზაციისთვის, ვინც ვერ ხვდებიან ცნობილ ღვინის ტურიზმის მარშრუტებში.

როგორ გავხდი მეღვინე, საკმაოდ ამბიციური ნათქვამია, უფრო მეტად ქართული ღვინის პრომოუტერი ვარდა იმისათვის რომ ქართულ ღვინო უფრო პრეფესიონალურად და შთაბეჭდილებით წარვადგინო, მე თვითონაც გადავდგი ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯი და დავიწყე ღვინის წარმოება.

ახლა იმ ისტორიას მოგიყვებითმ თუ როგორ გავხდი ღვინის მწარმოებელი :მე პროფესიითი ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი ვარ, მაქვს კავშირები ბიზნესის კონსულტანტებთან და მათი დახმარებით მცირე და საშუალო მეწარმეებს, მათ შორის მევენახე/მეღვინეებსაც ვეხმარები ბიზნეს გეგმების, საგრანტო აპლიკაციების მომზადებაში და გრანტების მიღებაში. 2017 წელს, ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD - ის პროგრამის ფარგლებში ჩავერთე მეღვინეობის კოოპერატივების წევრების გადამზადების ორგანიზებაში. გავიცანი კოოპერატივში გაერთიანებული მცირე მარნების მფლობელები კახეთში, ბოლნისში, აჭარაში, რაჭაში, იმერეთში და ბიო მევენახეობაში და ნატურალური ღვინის წამოების საწყისებში ორგანიზებას ვუწევდი ტრენინგების ჩატარებას გამოცდილი მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტის, აკადემიკოსის, რევაზ სანიკიძის დახმარებით. 

სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა რომ სოფლად მცირე მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და არაფორმალური ღვინის კონკურსები ჩაგვეტარებინა, რამაც სოფლად მეღვინეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.  2018 – 2019 წლებში, IFAD - ის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა მეწარმის პროგრამის ფარგლებში, მცირე მეღვინეებს კახეთში, აჭარაში და შიდა ქართლში დავეხმარე ბიზნეს გრანტების მიღებაში და 2019 წელს, საელჩოს დახმარებით ორგანიზება გავუწიე ქართული მცირე მარნების ღვინოების დეგუსტაციას პარიზში.

2022 წელს    მცირე მარნების ღვინოების დეგუსტაციას ორგანიზება გავუწიე ლაიფციგში, რაშიც “აწარმოე საქართველოშო”, საელჩო და GIZ დამეხმარა.  2022 წელს, მეღვინეობაში მიღებული საკონსულტაციო და ასევე პრაქტიკული გამოცდილების  საფუძველზე, გადავწყვიტე ლანჩხუთის სოფელ ჯუნეწერში საკუთარი მცირე მარანი „დიალოგი“ამეშენებინა, რაც შევძელი აწარმოე საქართველოს საგრანტო პროგრამის დახმარებით.

რატომ დიალოგი? - ჩემი იტალიელი მეგობრები დამეხმარენ მარნისთვის და სავაჭრო ნიშნისთვის სახელის არჩევაში, დიალოგი ღვინოსთან ერთად შესაძლებელია ნებისმიერ თემაზე, ღვინო ქართველების სავიზიტო ბარათია, ქართულ ღვინოს შეუძლია ყველა კარი გააღოს, რისთვისაც აუცილებელია დიალოგი. ასევე დიალოგი აუცილებელია მეღვინეებს შორის, გამოცდილების და ცოდნის ერთმანეთში გაზიარება, უფრო მაღალი ხარისხის წარმოების საფუძველია. ამ ეტაპზე ვაწარმოებ 3 სახის ღვინოს: ცოლიკოური, ციცქა და ჩხავერი - დიალოგის მარანი - ჯუნეწერი, ლანჩხუთი, ბუდეშური საფერავი: მეგობრების მარანი საგურამოში 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ამ ეტაპზე მაქვს მცირე სადემონსტრაციო ვენახი, სადაც მაქვს გაშენებული საკმიელას და ჯანის ჯიშის ყურძენი, ასევე რამოდენიმე ძირი ბადაგი და  სხილათუბანი. 

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ცოლიკოურს და ციცქას ვყიდულობ ბაღდათში და მცირე რაოდენობით ჩხავერს ოზურგეთში და ღვინოს ვაყენებ „დიალოგის“ მარანში, ჯუნეწერში. ასევე ჩემი მეგობრების მარანში საგურამოში ვაყენებ ბუდეშურის საფერავს. ცოლიკოური-ციცქა 2022 წლის არის 10 დღის განმავლობაში ჭაჭაზე, უჟნგავ ჭურჭელში დაყენებული ღვინო, ჩალისფერი, მშრალი, ალკოჰოლი 11,7%, არ არის ტიპიური ცოლიკოურის ფერით და არომატით, უფრო კოწახურის, ვაშლის და ატმის არომატებით არის მდიდარი, დასალევად არის სასიამოვნო. რბილი და ტოვებს დადებით სახასიათო განწყობას. ჩხავევრი 2023 წლის არის 10 დღე ჭაჭაზე, უჟანგვ ჭურჭელში დაყენებული ღვინო, მუქი ვარდისფერი, მშრალი, ალკოჰოლი 13%, მარწყვის არომატით, მსუბუქი დასალევი. ბუდეშური საფერავი არის ტორფიან ნიადაგებზე მოყვანილი, გორის სოფლებში მოკრეფილი ყურძნისგან დაყენებული ღვინო, სანელებლების და მწარე შოკოლადის არომატებით, 13.5 % ალკოჰოლი.   

რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ყველა პროცესი, რაც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან არის ჩემთვის ერთროულად სიამოვნება, გამოწვევა, პასუხისმგებლობა, ნერვიულობა, გათენებული ღამეები და არასდროს დანებება, შესაძლებელია მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდას და ფეხზე დაყენებას შევადაროთ იმდენად რთული და ამავე დროს საინტერესო და სიყვარულით სავსე პროცესია.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველად ღვინო გავყიდე ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ მცირე მარნების ფესტივალზე 2023 წელს, ცოლიკოური ციცქა აღიარებული იყო არაფორმალურად საუკეთსო ცოლიკოურად ფესტივალზე და აუქციონიც კი გავმართე ბოლო ბოთლების გასაყიდად რაც დამრჩა დღის ბოლოს, თუმცა ცოლიკოურმა - ციცქამ ვერ გადალახა 8000 მოსავლის სადეგუსტაციო ბარიერი 2023 წელს და არ მიცდია შემდეგ გაყიდვა სხვა ქსელში, რამოდენიმე რესტორანში მოხდა დეგუსტაცია, თუმცა თითქმის ყველა მომხმარებელმა  მითხრა რომ დრო სჭირდებაო ასეთი მეთოდით დაყენებულ ღვინოსო და ჩემი აზრით ამ ეტაპზე უკვე მიაღწია დაბალანსებული ღვინის ფორმაციას, ეხლა თავიდან ჩავაბარე 8000 მოსავალში და ველოდები შედეგებს. ამ ეტაპზე ვერაზე, თბილისში, ღვინის ბუტიკში, კიჭასთან არის ხელმისაწვდომი.

ბუდეშურმა საფერავმა საკმაოდ კარგი შეფასებით გადალახა 8000 მოსავლის სადეგუსტაციო ბარიერი 2022 წელს და 2023 წლის იანვრიდან 3-5 ყუთი იყიდება ყოველ თვე 8000 მოსავლის მაღაზიებში თბილისში და ბათუმში. ამ ეტაპზე ვგეგმავ მარკეტინგული კამპანიის გააქტიურებას რაშიც ველოდები დახმარებას აწარმოე საქართველოს პროგრამიდან და ვიმედოვნებ რომ გაიზრდება გაყიდვები რაც საკმარისს შემოსავლებს მომცემს ახალი ღვინის საწარმოებლად 2024-2025 წლებში და არ არის გამორიცხული რომ ღვინის უფრო მეტი სახეობა ვაწარმოო. ჩხავერი მაქვს ლიმიტირებული რაოდენობით და სავარაუდოთ აუქციონზე და მსგავსი ტიპის გაყიდვის ქსელით მივაწვდი მომხმარებელს. 

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე არ გადის მცირე მაშტაბებიდან გამომდინარე, თუმცა სადემონსტრაციო ექსპორტი განვახორციელე 2019 წელს რამოდენიმე სახეპბის ღვინის პარიზში, ეს იყო პანდემიამდე, 2025 წლიდან დავიწყებ მომზადებას ექსპორტისთვის, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ვიღბ გამოცდილებას.

რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მარკეტინგში და გაყიდვებში უნდა იყოს შესაბამისი ხელშეწყობა სახელმწიფო სააგენტოების და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მხრიდან, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც დაიხვეწება ღვინის წარმოების პროცესი. ასევე რა თქმა უნდა ვენახზე არის ბევრი დამოკიდებული, ნატურალური ყურძნის წარმოება არის საკმაოდ დიდი გამოწვევა. სამწუხაროდ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მცირე მეღვინეებისთვის არ საკმაოდ ლიმიტირებული, მაგალითდ აწარმოე საქართველოს, ახალ მიკრო სესხების პროგრამაში(8,5 % წლიური განაკვეთი და 80% საგარანტიო უზრუნველყოფა) არ ჰყავს გათვალისწინებული სასმელების და საკვები პროდუქტების მწარმოებლები, რაც საკმაოდ გასაკვირია, არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს დაბალ პროცენტიანი სესხები მცირე მეღვინეებისთვის, შეღავათიანი აგრო კრედიტები ხელმისაწვდომია ძირითდად მსხვილი მეურნეობებისთვის. მე ვფიქრობ რომ ღვინის ტურიზმის განვითარებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი. ექსპორტზე რომ გაიტანო ღვინო უნდა გქნოდეს მინიმუმ 5000 ბოთლის წარმოების შესაძლებლობა ყოველწლიურად და პერმანენტულად ერთი და იგივე ხარისხის და სახეობის ღვინოს უნდა აწარმოებდე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში და შემდეგ უკევ ექსპორტზე ფიქრი შეიძლება.

რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

ყურძენი, საწარმო, ცოდნა და საქმისადმი სიყვარული, ღვინის წარმოება ისევე უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი შვილები გიყვარს, სხვა შემთხვევაში მცირე მარანი ვერ განვითარდება ჩემი აზრით, მეღვინეობა არ არის მარტო ბიზნესი, მეღვინეობა ცხოვრების წესია, პასუხისმგებლობაა, სიყვარულია, გამოწვევებთან შეჯახების მზაობა და არდანებების სულისკვეთებაა.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

რაც შეიძლება მეტი ცოდნის მიღება და გაზიარება, კავშირების დამყარება სხვა მეღვინეებთან, მუდმივად ცნობიერების გაზრდა შენი საქმიანობის შესახებ ღვინის ფესტივალების და სოც მედიის გამოყენებით, ღვინის მარაგების შექმნა ღვინის დაძველებით. 

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

სანამ მოკიდებენ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ხელს, რასაც ნატურალური, ნამდვილი ღვინის წარმოება ქვია, უნდა გაეცნონ მევენახეობა მეღვინეობის საწყისებს, პრაქტიკულად დაესწრონ ღვინის დაყენების, ვაზის მოვლის ყველა პროცესებს და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება რამდენად მზად არიან რომ გახდნენ ნამდვილი ღვინის მწარმოებლები. თუ ნამდვილი ღვინის დაყენებას შეძლებ, ღვინო თვითონ ყიდის შემდეგ თავის თავს თუ ისეთი ღვინის გამყიდველებს ჩააბარებ შენს ღვინოს როგორიც არის 8000 მოსავლის მაღაზიების ქსელი, და არის ასევე სხვა საცალო სპეციალიზირებული ღვინის გაყიდვების ქსელები. ასევე აუცილებელია სოციალური მედიის მართვის საფუძვლების ცოდნა და პერმანენტული დახვეწა, დღეს კონკურენცია საკმაოდ მაღალია და სოც მედიის გარეშე ღვინოს ვერ გაყიდი საკმარისი რაოდენოთ რაც აუცილებელია კაპიტალური ხარჯების დასაფარად(ვენახის მოვლა პატრონობა, ყურძნის შესყიდვა, ბოთლების, საცობების და ეტიკეტების შესყიდვა, დისტრიბუციის და მერკეტინგის ხარჯები). ასევე თუ არ გაზრდი პერიოდულად ღვინის წარმოებას და შესაბამისი ბრუნვა არ გექნება, ფინანსურ რესურსებთან წვდომა წარმოუდგენელია, ბანკი სესხს არ გასცემს თუ შენს ზრდას არ ხედავს, დამატებითი ფინანსური რესურსების გარეშე კი  ღვინის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგიის შეძენას და მუდმივ განახლებას ვერ შეძლებ.

მარნის მისამართი: ს.ბარამიძის ქუჩ 13, სოფელი ჯუნეწერი, ლანჩხუთი, გურია

ტელეფონი: 599577750

ელფოსტა: dialogi.gmail@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/Dialogi.Georgian.Wine/   https://www.instagram.com/dialogi_georgian_wine/

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.