Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მათარა-სამაჯური

ამერიკელმა დიზაინერმა სინტია როულიმ ახლებური დიზაინის მათარა შექმნა, რომელსაც სამაჯურის ფორმა აქვს და ასევე ეწოდება - Cynthia Rowley Flask Bracelet. მათარა, რომელიც შეიძლება მაჯაზე გავიკეთოთ, უჟანგავი ფოლადისაგან არის დამზადებული და 90 მილილიტრ სასმელს იტევს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რადგან სამაჯურის ფორმა აქვს, მხოლოდ ქალბატონებს გამოადგებათო, მაგრამ მათარა ძალიან სადაა და შეიძლება ის მამაკაცებმაც ატარონ. ეს უჩვეულო სამაჯური 225 დოლარი ღირს. თუ ხელზე ვერ მოირგეთ, შეგიძლიათ, საკუთარი მაჯის ზომა აიღოთ და საგანგებოდ თქვენთვის დაამზადებინოთ. თანაც, მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ეს მათარის ფასზე არ იმოქმედებს.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული