გამოქვეყნებულია: 14 ივლისი, 2010 - 21:37
საჭირო მასალა: 500 გ. მოხარშული ჭარხალი, 2 ძირი ნიახური, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ღვინის ძმარი, 2 ს.კ. ვაშლის ძმარი, 200 მლ. ყინულიანი წყალი, 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 ს.კ. პირშუშხას საწებელი, 100 მლ. ცხიმიანი არაჟანი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადება:მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ ჭარხალი და ნიახური, დავასხათ ძმარი, ზეითუნის ზეთი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და დავდგათ 2 საათით. ბოსტნეული დავაბლენდეროთ წყალთან ერთად, შევურიოთ პირშუშხა და არაჟანი და მოვრთოთ ხახვის ფოჩებით.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი