Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოული ამინდები

მეტეოროლოგების დაკვირვებით, 2011 წლის ზაფხულის დასაწყისი ბორდოში ანომალიურად გვალვიანი და ცხელი იყო. იანვარში მოსალოდნელზე სამჯერ ნაკლები ნალექი მოვიდა – 27 მმ ნაცვლად 92 მმ-სა. ნალექების სიმცირე შეინიშნებოდა თებერვალშიც – 62 მმ ნაცვლად 82 მმ-სა. მარტში ნალექები ჩვეულებრივზე ორჯერ ნაკლები იყო და სულ 70 მმ შეადგინა, აპრილში კი სულ რაღაც 7.3 მმ, რაც საშუალო სტატისტიკურ ნორმაზე საკმაოდ მცირე მაჩვენებელია.

ასეთი ამინდები ხანდაზმულებსაც არ ახსოვთ და წლევანდელ მდგომარეობას 2003 წლის უაღრესად ცხელ ზაფხულსაც კი ვერ ადარებენ. 

უჩვეულო ამინდის მიუხედავად, ვაზის ყვავილობა ბორდოში ზომიერად მიმდინარეობდა, ვენახები შესანიშნავ სანიტარულ მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, პრობლემები იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, თუ ამგვარი სიცხეები კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ბორდოელი მევენახეები კი უკვე აქედან ემზადებიან ადრეული რთველისთვის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული